13:41 | 2020-03-27 ავტორი: ანეტი მიქელაძე

უვარგისი ჩინური ტესტები?! – სწრაფი ტესტების სკანდალი საქართველოსაც შეეხო

უვარგისი ჩინური ტესტები?! – სწრაფი ტესტების სკანდალი საქართველოსაც შეეხო

ესპანეთმა კოვიდ-19-ის სწრაფი ტესტების გამოყენება შეწყვიტა, რომელიც ჩინეთში დამზადდა. კვლევამ აჩვენა, რომ ტესტის შედეგი საკმარისად ზუსტი არ არის. სწრაფი ტესტები ესპანეთმა Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისგან შეიძინა, ისევე როგორც საქართევლომ.

 

მას შემდეგ, რაც ჩინური სწრაფი ტესტების უვარგისობა ესპანეთის ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური მიკრობიოლოგიის ასოციაციამ (SEIMC) დაამტკიცა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კომპანიამ ტესტები თავად გაიწვია უკან.

 

„კომპანია ბიოუსმა გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თავად გაიწვია ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული. საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა დღეს ლუგარის ლაბორატორიაში კომპანიის ტესტები არ გაგვაჩნია. ამ კომპანიაში თანხა არ გადარიცხულა. ხელშეკრულება არის ანულირებული. გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან.

 

ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოში შემოდის, გადის დაკვირვებას. ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ ფართო გამოკვლევისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

ტესტების სანდოობაში ეჭვი ესპანეთში მას შემდეგ შეიტანეს, რაც ესპანეთში დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 56,188-მდე და ამათგან 4,098 დაიღუპა.

 

SEIMC0-ში განაცხადეს, რომ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ის მიერ დამზადებულ ტესტის სიზუსტე მხოლოდ 30%-ია.

 

ამავე თემაზე იხილეთ:

 

რა უჯდება მთავრობას ერთი  ცალი სწრაფი ტესტის შეძენა
2020-03-25რა უჯდება მთავრობას ერთი ცალი სწრაფი ტესტის შეძენა
ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები