14:55 | 2020-06-21 ავტორი: Prime Time

უცნობი ფაქტები ფილმიდან „არ დაიდარდო!“ – ის რაც აქამდე არ ვიცოდით

უცნობი ფაქტები ფილმიდან „არ დაიდარდო!“ – ის რაც აქამდე არ ვიცოდით

რაზე კამათობდნენ გიორგი დანელია და სოფიკო ჭიაურელი, რომელი სცენისათვის დასუსტდა სერგო ზაქარიაძე 17 კილოგრამით და რაში დასჭირდა ანასტასია ვერტინსკაიას დაცვა?

 

რამდენიმე ფაქტი ფილმიდან „არ დაირდარო“ რომელიც ყველამ არ იცის.

 

თითქმის ნახევარი საუკუნის წინ შედგა გიორგი დანელიას ფილმის „არ დაიდარდოს!“ პრემიერა. ფილმის შექმნის იდეა ფაქტობრივად რეჟისორის დედას, მერი ანჯაფარიძეს ეკუთვნის.

 

ანჯაფარიძეს ფრანგი მწერლის კლოდ ტილიერ რომანი „ჩემი ბიძა ბენჟამენი“ უყვარდა. გიორგი დანელიამ ის პირველად მეხუთე კლასში წაიკითხა, ხოლო როდესაც გაიზარდა, გადაწყვიტა, რომ ფრანგებად ქართველები წარმოედგინა.

 

თბილისის ერთ-ერთ მუზეუმში, მან ძველი ქალაქის პატარა ქუჩების ფოტოები ნახა, რომელზეც თბილისური დუქნები იყო გამოსახული, ერთ-ერთს კი ერქვა „არ დაიდარდო“.

 

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის პერსონაჟი, არ ჰგავდა წიგნის გმირს – „ფრანგი ბუბა“ ჟღალთმიანი და მსუქანი იყო. პერსონაჟის ასეთი ვიზუალი რეჟისორს არ მოსწონდა, თანაც გადამღები ჯგუფის წევრ ქალებსაც ძალიან სურდათ, რომ ფილმში ბუბა კიკაბიძეს ეთამაშა.

 

კადრი ფილმიდან „არ დაიდარდო“

 

სოფლის ექიმის ლევანის როლი ლეგენდარულ მსახიობ სერგო ზაქარიაძეს ეგო. „მე ლევანი კავკასიურ პერანგში წარმომედგინა, რბილ ჩექმებში და სვანურ ქუდში“, – იხსენებს დანელია თავის მემუარებში.

 

საკუთარი დაკრძალვის სცენის რეპეტიციამდე ზაქარიაძემ 17 კილოგრამი დაიკლო. მისი ცოლი იხსენებდა, რომ მსახიობი 2 კვირა არ ჭამდა, რათა სცენა უფრო რეალისტური ყოფილიყო.

 

სოფიკო ჭიაურელი ფილმში მთავარი გმირის, ბენჟამენ ღლონტის დის როლს ასრულებს. როდესაც დანელია წიგნის ადაპტაციაზე მუშაბოდა, პერსონაჟს ჭიაურელს არგებდა.

 

კრიტიკოსები წერდნენ, რომ სოფიკო ამ ფილმში ისეთი ლამაზია, როგორც არასდროს, თუმცა დანელია ჭიაურელს გადაღებების დროს ხშირად ეჩხუბებოდა – სოფიკო გადაღებების შესვენების დროს მუდმივად მზესუმზირას სჭამდა და სხვებიც ხშირად მიდიოდნენ ულუფის ასაღებად, ამის გამო ქაოსი იქმნებოდა მოედანზე.

 

ბეჟან ღლონდი კადრი ფილმიდან

 

რენე ხობუა – ნახსენებია ტიტრებში, მაგრამ არსად ჩნდება. სინამდვილეში ეს არის გამოგონილი მსახიობი და დანელიას ტრადიციული ხუმრობა, რომელიც სხვა ფილმეს ტიტრებშიც მეორდება.

 

როდესაც გიორგი დანელია და სცენარისტი რეზო გაბრიაძე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ სასტუმრო „თბილისში“, იქ გაიცნეს რენე ხობუა, რომელიც სასტუმროს ხელოსანი იყო.

 

ის დაკვირვებით უსმენდა რეჟისორს და ამბობდა ხშირად „გადასარევია“. რეჟისორი ხელოსანის მადლიერი იყო ამიტომ მის სახელს ბევრ ფილმებში ახსენებდა.

 

ანასტასია ვერტინსკაია „არ დაიდარდომდე“ უკვე საკმაოდ ცნობილი იყო საბჭოთა კავშირში. ის თბილისში მოკლე კაბით ჩავიდა და დირექციას მოუწია, რომ მისთვის დაცვის სამსახური მიეჩინა.

 

მათ ეშინოდათ, რომ ლამაზი მსახიობის მიმართ მამაკაცების დიდი ყურადღება იქნებოდა მიპყრობილი, თუმცა ვერტინსკაიამ მორიდებული გოგონას როლს წარმატებით გაართვა თავი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები