18:52 | 2020-05-10 ავტორი: Prime Time

უწმინდესმა ჩვენი ეკლესია და ერი ბეწვის ხიდზე ატარა, ხშირად თავისი ღირსების ფასად – დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

უწმინდესმა ჩვენი ეკლესია და ერი ბეწვის ხიდზე ატარა, ხშირად თავისი ღირსების ფასად – დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

„უწმინდესმა ჩვენი ეკლესია და, არა მარტო ეკლესია, მთელი ერი, ბეწვის ხიდზე ატარა“, – ამ სიტყვებით, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა უწმინდესის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებას ეხმიანება.

 

„უწმინდესმა ჩვენი ეკლესია და, არა მარტო ეკლესია, მთელი ერი, ბეწვის ხიდზე ატარა.

 

რასაკვირველია, გარკვეული დათმობებით და წვალებით, შეიძლება, ხშირად თავისი ღირსების ფასადაც კი, მაგრამ პირდაპირ ლანგრით არავის არაფერი მოურთმევია…

 

პატრიარქობა უმძიმესი გზაა, ამიტომ სჯობს შენ გაგლანძღონ, ვიდრე ერი დაიღუპოს და არასწორ გზაზე წავიდეს.

 

შეიძლება, არ მოგწონდეს პატრიარქის რაღაც ნათქვამი, მაგრამ თუ დაუჯერებ, საბოლოოდ, გამოვა მართალი.

 

მისი მსახურება არის მაღალი, ზევიდან უყურებს და ხედავს ბევრ რამეს, ჩვენს პატრიარქს დიდი გამოცდილება აქვს…“, – ამბობს დეკანოზი რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +