18:06 | 2020-06-06 ავტორი: Prime Time

უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილი სამი კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა 

უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილი სამი კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა 

საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც კორონავირუსი საზღვარგარეთ დაუდგინდათ და უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოიყვანეს, გამოჯანმრთელდნენ და უკვე გაწერეს კლინიკიდან.

 

ჟანგბადის უკმარისობას განვიცდიდით - რას ჰყვება ექიმი, რომელმაც კორონავირუსით დაინფიცირებულს ოპერაცია პირველმა გაუკეთა
2020-06-06ჟანგბადის უკმარისობას განვიცდიდით - რას ჰყვება ექიმი, რომელმაც კორონავირუსით დაინფიცირებულს ოპერაცია პირველმა გაუკეთა

 

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.

 

„აღნიშნული სამი პაციენტი შემოყვანილი იყვნენ უცხოეთიდან, მათ იქ დაუდგინდათ კორონავიურისი და შესაბამისად მათთვის ცალკე გრაფა იყო გამოყოფილი stopcov.ge-ზე. ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ და გაეწერნენ ბინაზე და გადავიდნენ სახლის პირობებში იზოლაციაში“, – გვითხრა ალექსანდრე გოგინავამ

 

ბოლო მოცამებით საქართველოში კორონავირუსის 808 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 663 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა. 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X