10:11 | 2020-08-24 ავტორი: Prime Time

უცხოელი მსაჯები მოედნებიდან აძევებდნენ ბასილაშვილის მეუღლეს – რას წერს თამარ ივერი ნელი დოროყაშვილზე

უცხოელი მსაჯები მოედნებიდან აძევებდნენ ბასილაშვილის მეუღლეს – რას წერს თამარ ივერი ნელი დოროყაშვილზე

ის ცნობილი ჩოგბურთელია თქვენ კი ერთი ხელმოცარული, დაბოღმილი კროკო-პროკო მისი შურიანი სტაფით, – ასე ეხმაურება საოპერო ვარსკვლავი თამარ ივერი ერთ-ერთ პორტალზე ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

 

„საბედნიეროდ, ის ცნობილი ჩოგბურთელია თქვენ კი ერთი ხელმოცარული, დაბოღმილი კროკო-პროკო მისი შურიანი სტაფით!! ასე რომ, წერეთ და იკითხეთ თქვენივე სექტისათვის. შევხედე, რომ სულ ცუდს წერთ მასზე სხვა სტატიებშიც და საოცრად სუბიექტურები და მიკერძოებულები ხართ!! ერთი სიტყვით:ყელში გყავთ გაჩხერილი!

 

ეს ადამიანი ჩემი არაფერია, არც ვიცნობ, მაგრამ მეც გამოვცადე, თუ რას ნიშნავს ცნობილ და წარმატებულ ადამიანზე თქვენნაირი მშიერი გინების ხროვისებრი თავდასხმა და იგივე სიტუაციაშია ახლა ეს ადამიანიც!!

 

პ.ს.ისევ მე მიმადლოდეთ რომ გაგიკეთეთ ირიბი რეკლამა თქვენი უსახური სტატიის გაზიარებით,“- წერს თამარ ივერი.

 

შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელი 22 მაისს ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

მას ბრალი ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ედება… ფაქტთან დაკავშირებით ბასილაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ სანამ სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, მანამ პირად სივრცეზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებს.

ჭურჭელი და ნიკას პრიზები იყო დამტვრეული - რა პროვოკაციაზე საუბრობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა
2020-06-09ჭურჭელი და ნიკას პრიზები იყო დამტვრეული - რა პროვოკაციაზე საუბრობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს მეუღლის მიმართ ძალადობას ედავებიან.
სასამართლომ ის წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ბასილაშვილის მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა გასულ კვირას გაავრცელეს ინფორმაციას, რომ ჩოგბურთელს ბრალი დაუმძიმდა, თუმცა აღნიშნული არ დაადასტურა ბასილაშვილის ინტერესების დამცველმა.
ადვოკატი ირმა ჭკადუა საერთაშორისო ტურნირების წინ მსგავსი ინფორმაციების გავრცელებას ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირდება.
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +