
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა აიკრძალა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული.
გადაწყვეტილება ძალაში 18 მარტიდან შევა და 2 კვირის განმავლობაში იმოქმედებს.