14:58 | 2020-04-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

უტარდებათ თუ არა მთავრობის წევრებს კორონავირუსზე ტესტირება – იმნაძის განმარტება

უტარდებათ თუ არა მთავრობის წევრებს კორონავირუსზე ტესტირება – იმნაძის განმარტება

ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის წევრებს კორონავირუსზე ტესტირება არ უტარდებათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე აცხადებს.

 

მისი განმარტებით, საჯარო მოხელეების პერიოდული ტესტირების შესაძლებლობა განიხილება.

 

„ანტისხეულების სანდო ტესტები მსოფლიო ბაზარზე უკვე ნელ-ნელა გამოჩნდა.

ერთ-ერთი ვერსია განიხილება, რომ მაღალი რისკისაა ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ვერ შეწყვეტენ მუშაობას, რადგან, მათი მუშაობა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ქვეყნის მართვისთვის ამ პერიოდში. ამიტომ, შესაძლოა, მათაც პერიოდულად ჩაუტარდეთ ანტისხეულზე ტესტები“, – განმარტავს იმნაძე.

 

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები