01:16 | 2021-10-13 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

უთანხმოება “ნაციონალურ მოძრაობაში” – ვინ და რატომ უპირისპირდება პარტიაში ერთმანეთს 

უთანხმოება “ნაციონალურ მოძრაობაში” – ვინ და რატომ უპირისპირდება პარტიაში ერთმანეთს 

პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა, გუნდის წევრები ერთმანეთს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამოც კი უპირისპირდებიან.

 

სადამდე მიიყვანს ოპოზიცურ პარტიას შიდა უთანხმოება და ვინ, რატომ უპირისპირდება გუნდში ერთმანეთს, ამ საკითხებზე „პრაიმტაიმთან“ დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს. როგორც ექსპერტი აცხადებს, გუნდის შიგნით შიდა ბრძოლა მელიასა და სააკაშვილს შორის არსებობს.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლოა, არის დაპირისპირება, რომელიც პარტიის ტაქტიკურ სვლებსა და პიროვნულ უთანხმოებას უკავშირდება. ნიკა მელიამ პარტიაში ახალი სახეები მიიყვანა,  მელიას ამ სვლით ძველი სახეები, სავარაუდოდ, უკმაყოფილონი არიან.

 

ნიკა მელისა ცდილობს,“ ნაცმოძრაობის“ რებრენდინგს, რაც შესაძლოა, იყოს გარკვეული საფუძველი იმისა, რომ მასაა და სააკაშვილს შორის იყოს გარკვეული უთანხმოება, სააკაშვილს არ უნდა ხელიდან გაუშვას პარტიის მართვის სადავეები.

 

ისიც უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნახევრად გასამხედროებული ორგანიზაცია, იქ შიდაპარტიული მორჩილების პრინციპი საკმაოდ მკაცრად კონტროლდება. ამ პარტიაში სააკაშვილის ფაქტორის ჩამოწერა, უბრალოდ, არავის შეუძლია. ვერც ნიკა მელია და ვერც სხვა ლიდერი სააკაშვილთან დატოლებას ვერ შეძლებს. იქ ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს იმ წესებს, რომლებსაც  სააკაშვილი მათ კარნახობთ.

 

როგორ განვითარდება პარტიაში პროცესები, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ნათელია, რომ ამ პარტიაში მყოფთ ქვეყანაში რევოლუციის მოხდება და ამ გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება აერთიანებთ“,- განაცხადა ანჯაფარიძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, საქართველოში დააკავეს. როგორც ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, სააკაშვილი განსაკუთრებული რეპუტაციით, საზოგადოების გარდა, აღარც საკუთარი გუნდის წევრებში სარგებლობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X