fbpx
12:20 | 2020-10-09 ავტორი: Prime Time

უსიცოცხლოდ იწექი… როცა ხელი მოგკიდე, თბილი იყავი – მაია ასათიანი სიკვდილს ნუცას ძიზამ გადაარჩინა (ვიდეო)

უსიცოცხლოდ იწექი… როცა ხელი მოგკიდე, თბილი იყავი – მაია ასათიანი სიკვდილს ნუცას ძიზამ გადაარჩინა (ვიდეო)

ტელეწამყვანი მაია ასათიანი ამბობს, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა და წერილიც კი ჰქონდა დატოვებული.

 

შემთხვევის შესახებ ნუცას ძიძა, მზია მელქაძე დეტალურად საუბრობს.

 

„მახსოვს შემოვედი, გასაღებით გავაღე კარი… შენ ძალიან იშვიათად მხვდები ხოლმე საწოლში დაძინებული. როდესაც საძინებელში სინათლეს ვანთებ, ყოველთვის საბანს იფარებ, ხმა არ ამოგიღია. ჩვენი ბუბუ და დუდი შენს საწოლზე იყვნენ და გლოკავდნენ

 

უჩვეულოდ ვიგრძენი თავი, მინოდოდა ახლოს მოვსულიყავი, მაგრამ შიშმა ამიტანა. როდესაც საბანი გადავწიე, დავინახე, რომ უსიცოცხლოდ იყავი და მეშინოდა ხელის მოკიდება.

 

მოგკიდე ხელი და თბილი იყავი. სასწრაფოში არ დავრეკე, ვიფიქრე ნინოსთვის (მაია ასათიანის დედა) უნდა დამერეკა. 

 

მეგონა, ნინო კართან იდგა, ისე სწრაფად მოვიდა ჩვენთან, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რაც მივიღეთ და ასე გადარჩი…“, – იხსენებს მზია მელქაძე. 

უსიცოცხლოდ იწექი, შემეშინდა, რომ ხელი მომეკიდა

უსიცოცხლოდ იწექი, ახლოს მინდოდა მოსვლა, მაგრამ ვერ გვაბედე, როცა ხელი მოგკიდე თბილი იყავი – მზია მელაძე

Posted by თოქ-შოუ პროფილი on ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი, 2020

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X