20:02 | 2021-07-28 ავტორი: რუსა ღვანიძე

უსაზღვროდ მიხარია, რომ მოსახლეობა, უკვე თითქმის გათვითცნობიერდა – მარინა ტოტოჩავას სასარგებლო რჩევები

უსაზღვროდ მიხარია, რომ მოსახლეობა, უკვე თითქმის გათვითცნობიერდა – მარინა ტოტოჩავას სასარგებლო რჩევები

ცნობილი ექიმი, პედიატრი მარინა ტოტოჩავა აღნიშნავს, რომ D ვიტამინის დაქვეითებისას, ადამიანის სხეულის სტრუქტურული გრაფიკა ირღვევა, ძვლები ვიზუალურად და მორფოლოგიურ დონეზე გადაგვარებას განიცდიან, თანდათან იშლება, იმუნიტეტი მყარად ეცემა, კალციუმი და ფოსფორი, ჰისტოლოგიურ დონეზე დეგრადირებას განიცდის და ცრუ როლს ასრულებს.

 


ამასთან დაკაშირებით, საზოგადოებას, მნიშვნელოვან რჩევებს აძლევს და სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

 

რატომ გჭირდებათ D ვიტამინი – უსაზღვროდ მიხარია, რომ მოსახლეობა, უკვე თითქმის გათვითცნობიერდა, თუ რატომაა ასე ძლიერ საჭირო D ვიტამინი. ამ თემასთან დაკავშირებით, ბევრჯერ დავწერე, მაგრამ კიდევ ერთხელ, მოკლედ შევაჯამოთ!

 

ერთხელ გავიხსენე, 15 წლის წინ, როცა ცნობილ კლინიკაში, ჩემ დანიშნულებას ექიმები დიდი ინტერესით განიხილავდნენ, მაშინ მასიურად ექიმებიც არ იყენებდნენ D ვიტამინს, როგორ დამცინა ერთ-ერთმა ექიმმა

 

– ეს რა დაგინიშნავს ზრდასრულ ადამიანზე, ეს ხომ ბავშვის ვიტამინიაო! რაქიტზე ამ მომენტში არ ვსაუბრობ, თუმცა, თანამედროვე რაქიტზე, ბევრია სასაუბრო და ძალიან ხმამაღლა სათქმელი. ზოგს ეს გაცვეთილი, ძალიან ტრივიალური სამედიცინო თემა ჰგონია, მაგრამ ეს ის თემაა, ადამიანის ყველანაირ თავის ტკივილად რომ იქცევა, ყველა ასაკში.

 

რადგან წავიდა ის დრო, როცა გენიალური ფაღავა, ზედა თაობა, პედიატრიის წიგნში, როგორც აღწერდა რაქიტს. მსოფლიოს არც ერთ პედიატრიულ სახელმძღვანელოში, ასე აკადემიურად, რაქიტი არავის აღუწერია. ადრინდელი რაქიტი, ძალიან თვალშისაცემი იყო, თავისი კვადრატული თავის ქალით და ბრტყელი შუბლით.

 

დღეს კი, რაქიტმა ვერაგულად იცვალა სახე და ადამიანებს, თუნდაც ლიპიდური ცვლა რომ აქვთ დარღვეული და ქოლესტერინის პრობლემა, ეს ბავშვობაში გადატანილი, ატიპური რაქიტის ფონის გამოა.

 

ვისაც ინსულინრეზისტენტობა აქვს, რომელზე საშიში სიცოცხლისათვის არაფერია, იმ ადამიანებს გადატანილი აქვთ ბავშვობაში ტიპური, ან უფრო ატიპური რაქიტი, შესაბამისი საჭირო მკურნალობის გარეშე. უამრავი სიცოცხლისთვის საშიში დაავადების საწყისი ფონი, ნებისმიერ ასაკში, ბავშვობაში შეუმჩნეველი ატიპური რაქიტია.

 

მალნუტრიციის დროს, პედიატრმა საწყის დიაგნოზად, რაქიტი უნდა დაწეროს, რადგან თუ მან შეწოვის პროცესის მექანიზმი იცის, ის ძნელად დაირღვევა, მიუხედავად, მიკრობული ფლორის პრობლემებისა, თუ ფონად, რაქიტი არ არის.

 

რაქიტის ფონი რომ გამოსწორდება, მალნუტრიციის პრობლემებიც ადვილად რეგულირდება. ამის გაუთვალისწინებლობა, მკურნალობაში დიდი შეცდომაა და ბავშვს აუცილებლად დაუხვდება დიდ პრობლემებად მომავალში.

 

სწორედ, ყოფილი რაქიტის გამოა დარღველი, ინსულინრეზისტენტობა ზრდასრულ ასაკში. ეს კი, უამრავი დაავადების ჩამოყალიბების და სიკვდილობის გაზრდის მთავარი საფუძველია. ძალიან ბევრმა მშობელმა, არც კი იცის, რომ მის ბავშვს, ატოპიური რაქიტი აქვს.

 

ამ სერიოზულ თემაზე, იძულებით გავაკეთე მოკლე გადახვევა და დავუბრუნდები ისევ D ვიტამინს. თუმცა, აქვე ავღნიშნავ, რომ ტიპური თუ ატიპური რაქიტების მკურნალობა არასრულფასოვანი იმიტომ იყო, ხშირ შემთხვევაში, რომ წამყვან, მიზეზობროვ ფაქტორად, მარტო ინსულინრეზისტენტობა D ვიტამინი მიაჩნდათ და არ ხდებოდა ბევრი უმნიშვნელოვანესი დეტალის გათვალისწინება.

 

ისევე როგორც, სამწუხაროდ ზოგს, ჩიყვის მკურნალობაში იოდის ცვლა ჰგონია მხოლოდ პრობლემა, ხოლო ამ დროს, ქრომის და თუთიის ცვლის მოშლა, ასევე კიდევ სხვა ფაქტორების არის სწორედ მიზეზი, რომ მდგომარეობა არ უმჯობესდება და ზოგჯერ ოპერაციამდეც მიდის.

 

ორგანიზმში მიმდინარე ათასობით ფიზიოლოგიური რეაქცია, ყველა ერთმანეთთან კონტაქტშია, რადგან ადამიანის ორგანიზმი ერთი სისტემაა, მაგრამ D ვიტამინის გამოვარდნა, ყველა ორგანოს ფუნქციონირებას, „დომინოს პრინციპით“ შლის.

 

„რატომ გაურთულდათ კოვიდი ადამიანებს!“- ნახეთ ცნობილი ექიმის სასარგებლო რჩევები
2021-03-02„რატომ გაურთულდათ კოვიდი ადამიანებს!“- ნახეთ ცნობილი ექიმის სასარგებლო რჩევები

 

მსოფლიო მედიცინაში, უკვე დიდი ხანია, ვიტამინი აღარ ჰქვია და ჰორმონის სახელი დაიმკვიდრა. D ვიტამინის დაქვეითებისას, ადამიანის სხეულის სტრუქტურული გრაფიკა ირღვევა, ძვლები ვიზუალურ და მორფოლოგიურ დონეზე გადაგვარებას განიცდიან, თანდათან იშლება, იმუნიტეტი მყარად ეცემა, კალციუმი და ფოსფორი, ჰისტოლოგიურ დონეზე დეგრადირებას განიცდის და ცრუ როლს ასრულებს.

 

ანუ, შეიძლება ანალიზმა მათი ნორმა აჩვენოს, მაგრამ ორგანიზმში მუდმივად მიმდინარე კრებსის ციკლის, სასიცოცხლო, ფიზიოლოგიურ რეაქციებში პათოლოგიურ ფუნქციებს იძენენ, ან სულ ვერ მონაწილეობენ. ნაწლავებში აღარ შეიწოვება კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, თუთია, ფოსფატები. თუთიის შეწოვის დაქვეითება, ავტომატურად ნიშნავს ალერგიებს, ასთმას, დერმატიტების და ფსორიაზის გამოვლინებას ან გამწვავებას.

 

რადგან ამ შემთხვევაში, ღვიძლის იმ ფერმენტების ცვლა ირღვევა, რომლებიც ორგანიზმში, უფრო ზუსტად, სანაღვლესა და ღვიძლში განაპირობებენ, ორგანიზმში ყველა შესული ალერგენის განეიტრალებას. რის შედეგად, ადამიანს აღარ აქვს ალერგია, მითუმეტეს არა აქვს ანაფილაქსიის შანსი, დერმატიტი, ფსორიაზი, ასთმა და სხვა ალერგიული დაავადება, თუნდაც, ქრონიკული რინიტი და სხვა.

 

ნებისმიერი ალერგიულის მაგვარი პროცესის, მით უმეტეს, რაც გამონაყარს უკავშირდება, მათ შორის ვიტილიგოს განვითარებაში, ბევრი მექანიზმი მუშაობს, მაგრამ მთავარი არის ღვიძლის იმ ფერმენტების ცვლის მოშლა, რომლებიც ორგანიზმში შესულ ალერგენებს ფილტრავენ და გარეთ აძევებენ.

 

ეს ფერმენტები კი, იბლოკებიან რეაქციებში D ვიტამინის არასრულფასოვანი ცვლის დროს. ღვიძლი და სანაღვლე, ყველა ტოქსინს და ალერგენს ანეიტრალებს. გაუნეიტრალებელი ალერგენები, თუ ანაფილაქსიით არ გამოიხატებიან, იმუნიტეტთან ბრძოლას აცხადებენ. როცა სანაღველე გზები მათ ვერ აძევებს, ისინი მუტანტურ უჯრედებად იქცევიან და პერიოდული გამონაყარის სახეს იღებენ.

 

გარკვეული იმუნოდეფიციტური კომპლექსების განვითარების დროს, ისინი გამონაყრის მანიფესტაციას ახდენენ კანზე დერმატიტების, ფსორიაზის და სხვა გამონაყრის სახით. D ვიტამინის ნაკლებობისას, ჯანრმთელი ზრდა და განვითარება წყდება. სისხლის პლაზმაში კალციუმის რაოდენობა ვერ კავდება. ძვალ-სახსართა სისტემა შიმშილობს. ვერ მარაგდება ის მინერალებით, მიკროელემენტებით, კოფერმენტებით, ფერმენტებით, მჟავებით, ამინომჟავებით, ცილებით, ვიტამინებით.

 

ჩვენთან ჯანდაცვა, რომ თავის სიმაღლეზე იყოს, აუცილებლად უნდა არსებობდეს, ძვალსახსართა პრევენციის უფასო პროგრამა. გაოცდებით, რომ იცოდეთ, უკვე ახალგაზრდა ასაკში რამდენ ადამიანს დაწყებული აქვს ძვლის სკლეროზი. უამრავი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდების ძვლოვან ჩონჩხს, ნორმალური ფუნქცია დაკარგული აქვს.

 

ძვლის ტვინის უჯრედები გამოფიტულია და გზა გახსნილია სისხლის დაავადების განვითარებისთვის. როცა D დაცემულია და მისი შემანარჩუნებელი სხვა მინერალები, ამ დროს ლიმფა, განსაკუთრებით ადვილად ბინძურდება. დაბინძურებული ლიმფა, ადვილად უშვებს ორგანიზმში მავნე აგეტებს და ონკოლოგიურ რადიკალებს.

 

ლიმფა, სავსეა შლაკებით. ამ ფონზე, იმუნიტეტიც კნინდება და ლიპიდური ცვლაც ირღვევა, რაც სისხლძარღვების დაშლაკვას და ქოლეტერინების მოშლას ავითარებს. D ვიტამინის ცვლის მოშლისას, აგრეთვე, იშლება კბილები, ინსულინის ცვლა ირღვევა, შესაბამისად, დიაბეტი და სხვა ენდოკრინოლოგიური დაავადებები იწყება.

 

გულ-სისხლძარღვთა სისტება, მწყობრიდან გამოდის. ზიანდება ნაწლავები, კარი ფართოდ ეღება, კუჭ-ნაწლავის სისტემის სიმსივნეებს. ვინც იცის ეს მექანიზმები, ის კუჭ-ნაწლავის დაავადებების, თუნდაც კუჭის წყლულის მკურნალობის დროს, უპირველესად, D ვიტამინის ცვლას მოაწესრიგებს, რაც ხშირად, სპონტანურად იწვევს წყლულების, განსაკუთრებით ეროზიების გაქრობას.

 

ასევე, D ვიტამინის ნაკლებობისას, სხვა სიმსივნეების მყარი ფონი დგება. ძვლები ადვილად ტყდება, თვალი ზიანდება, მხედველობა ქვეითდება, ყველა შინაგანი ორგანო, სწორი ფუნქციონირების გზიდან უხვევს, კუნთები იფიტება. ატეეფის და კრეატინკინაზას ცვლა ინგრევა თანდათან, რომლებიც გადამწყვეტია კუნთების, ნერვული წნულების მუშაობაში, იმპულსების გადაცემაში და რაც მთავარია, ენერგიის შენარჩუნებაში.

 

მიტოქონდრიები, რომლებიც ქმნიან და ინახავენ ადამიანის ენერგიას, D ვიტამინის ნაკლებობისას, ჰისტოლოგიურ დონეზე ინგრევიან სტრუქტურულად. ინფექციის წინააღმდეგ ორგანიზმის გამძლეობა, ბოლომდე ეცემა, იწყება დეპრესიები. ყველა დეპრესიასა და შფოთვაში, ასევე ფსიქიკურ დაავადებებში, ერთი დიდი მიზეზი, D ვიტამინის ცვლის მოშლაა.

 

ხაზს ვუსვამ, ცვლის მოშლას. რადგან მარტო D ვიტამინით შევსება, არ არის მკურნალობა. მისი ცვლის სრულად აღდგენისთვის, ექიმმა, ბევრი სხვა პრობლემა უნდა მოაგვაროს. კუნთები, ამ დროს, სინქრონულ ფუნქციებს და პლასტიკურობას იმიტომ კარგავენ, რომ D-ს ცვლის მოშლისას, ტვინში, განსაკუთრებით მიელინის შრეში, რომლის დაზიანება ალცჰაიმერს და საერთოდ, ნაადრევ სკლეროზებს იწვევს, D-ს ცვლის დეგრადირებული ვარიანტი მიდის.

 

D ვიტამინის ცვლის მოშლა, აზიანებს ჰორმონების წარმოქმნის პროცესებს. ეს კი, ადამიანის სხვადასხვა დაავადებების დაწყებას და სიცოცხლის შეზღუდვას ნიშნავს. ბუნებაში, არ არსებობს დაავადება, წინმსწრები ჰორმონული პრობლემის გარეშე. არც კი გაცივდებით, თუ ჰორმონებში რამე პრობლემა არ არის.

 

D ვიტამინი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ჰორმონია. ადამიანის იმუნიტეტს, ასე არაფერი აჩლუნგებს და ფიტავს, როგორც ამ ვიტამინის დაქვეითება. ამ დროს, უჯრედების გამრავლება და გაყოფა, პათოლოგიური სახით მიდის.

 

ორგანიზმის ყველა ორგანო და სისტემა, დეგრადირებულად მუშაობს. თავის დროზე რომ D ვიტამინის ცვლას აკადემიური ყურადღება ჰქონოდა, ადამიანები დღეს ასე არ დაიტანჯებოდნენ ართრიტით, ართროზით, პოროზით და უამრავი სერიოზული, რთული დაავადებით.

 

ხშირად შენიშნავთ ქალს, რომელიც ისეთი მოხრილია, თითქმის კუზამდე! ზოგი ძალიან ახალგაზრდაა, ამიტომ არის, ჯანდაცვის მაღალი დონის პროფილაქტიკა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ახლა ამ ადამიანის ორგანიზმში, ყველა ორგანო დეგრადირებულად მუშაობს. როცა ამ ადამიანის სიცოცხლე, უფრო მეტ ხანს შეიძლებოდა ჩივილების გარეშე. მსოფლიო მედიცინა დღეს, D ვიტამინს – „სიცოცხლის ვიტამინს“ ეძახის.

 

მისი ძლიერი დაქვეითებისას, K2 ვიტამინი, ანუ ფილოქინონი და ინოზიტოლი, საერთოდ არ შეიწოვება. K2 -ის და ინოზიტოლის დაცემა, უკვე განაჩენი და ბოლო აკორდია სიხლძარღვის გახეთქვის წინ. ანუ, ამ დროს განვითარდება ინსულტი, ინფარქტი, ანევრიზმა, ნაწლაის პერფორაცია, ან უეცარი სიკვდილი.

 

ასევე, ამ სამის მდგრადობა ჩოჩხის, ხერხემლის, სახსრების და სხვა ორგანოების სიჯანსაღის გარანტია. სხვადასხვა მინერალების მიღებას, აზრი ეკარგება, თუ D -ს ცვლა მოშლილია, რადგან მას შეჰყავს ისინი ნაწლავებსა და სისხლში. D ვიტამინი, ცხიმში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება. ხშირად ვიმეორებ, რადგან ეს მსოფლიო მედიცინის პოსტულატია, ცხიმში ხსნადი ვიტამინების დაცემა, ყველაზე დიდი შანსია ინსულტის, ინფარქტის და უეცარი სიკვდილის.

 

ფილოქინონი, სწორედ, ცხიმში ხსნადი ვიტამინების ჩამონათვალიდანაა და D ვიტამინი, მის გარეშე, ფორმაში ვერ იქნება. ამიტომ ვიმეორებ ძალიან ბევრჯერ, ცხიმში ხსნადი ვიმატამინების შესახებ. D წარმოიქმნება კანში, ულტრაიისფერი სხივების მეშვეობით დეჰიდროქოლესტერინისგან.

 

ის რომ წარმოიქმნას ადექვატურად, ორგანო, კანი უნდა იყოს ჯანმრთელი. D ვიტამინის ცვლა თუ არ აღდგა, ვერც ერთი ჭარბწონიანი ადამიანი, ვერანაირი დიეტით ვერ გახდება. მარტო D ვიტამინის დალევით, D -ს ცვლა ვერ აღდგება.

 

როგორი სამწუხარო ტენდენციაც იყო ამ ქვეყანაში, ზოგი მედიცინის ძალიან დაბალ რგოლში ჰემოგლობინზე, სამწუხაროდ, ახლა ინერგება D ვიტამინზე. ეს ფაქტორი, ისევე დამანგრეველია ადამიანის სიცოცხლის, როგორც D ცვლის მოშლა.

 

ბევრჯერ მითქვამს, რომ გაიგოს ადამიანებმა და თავი დაიცვან. ანუ, თუ ჰემოგლობინი იყო – 66, ჩვენს პირობებში, პაციენტებს ეუბნებოდნენ, ეს შესანიშნავიაო. ხოლო, თუ 54 იყო, ფერუმლეკის გადასხმას, ან კეთებას უწყებდნენ. მსოფლიო ჰემატოლოგიური სტანდარტით, 66 -დან 54 – მდე ეწოდება ანემიის პირველი ხაზი, ანუ 66 -ზე, ისევე უნდა იღელვო, როგორც 54 -ზე.

 

რადგან, როცა ჰიპოქსიაა, ამ დროს უჯრედი კვდება, როგორც ძლიერი ჰიპოქსიის დროს, ისე ნებისმიერი დონის ჰიპოქსიის დროს. ასევე გააჩნია იმუნიტეტს, ზოგი ადამიანი, მცირე ჰიპოქსიასაც ვერ უძლებს. D -ს საუკეთესო ზღვარია – 50-70 -მდე. პირველ ეტაპზე – 40 ან 50 -იც მისაღებია.

 

არ არის მართებული, როცა ეუბნებიან ადამიანებს, რომ 20 მშვენიერია, უფრო დაბალიც გქონდაო. არ არსებობს სიმსივნით, ან რამე სერიოზული დაავადებით დაავადებული ადამიანი, რომელსაც D ვიტამინის ცვლა არ ჰქონდეს მოშლილი. არასწორია, ახალშობილებზე გრძელ დისტანციურად D -ს მიცემა, თუ შესაბამისი კონტროლი არ ექნება.

 

ვისაც დიდი გამოცდილება გვაქვს პედიატრიაში, ყველამ ვიცით, რამდენი შემთხვევა ყოფილა ბავშვებში – D ვიტამინის გადაჭარბებული ვადით მიცემის შემდეგ, თირკმლის უკმარისობის. ზრდასრულებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობის განვითარებაში, ერთ-ერთ ფაქტორად, ესეც უნდა განვიხილოთ.

 

ვიმეორებ, რომ გამოსავალი D ვიტამინით შევსება კი არ არის, არამედ, ამ ვიტამინის ცვლა უნდა აღდგეს. ეს კი გულისხმობს, ყველა იმ კომპონენტების სტაბილიზაციას, რომლებიც D -თან ერთად ფიზიოლოგიურ რეაქციებს აბალანსებენ.

 

ამიტომ აქვს ადამიანის სიცოცხლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა, ფიზიოლოგიური რეაქციების შემადგენელი კომპონენტების რაოდენობის განსაზღვრას. როგორც ნაკლებობა აზიანებს უჯრედებს და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, სიმსივნეების ჩათვლით, ისევე აზიანებს მეტობა.

 

ორგანული ინგრედიენტების ბალანსი, სიცოცხლის მთავარი გარანტია. შეგახსენებთ და ძალიან ხშირად მივუთითებ ამაზე, რომ ცხიმში ხსნადი ვიტამინები, სიცოცხლის მთავარი გარანტია. მათ ჩამონათვალს, ხშირად ვახასიათებ.

 

მათ შორისაა – A ვიტამინიც. მათი ბალანსი რომ აკონტროლოთ, მაშინ თქვენგან ძალიან შორს იქნება ქოლესტერინების პრობლემა, დიაბეტი, სიმსუქნე, ღვიძლის დაავადება და კიდევ უამრავი დაავადება. ადამიანმა დიდხანს და ჯანმრთელად რომ იცოცხლოს, ამის მყარი ბაზისის შექმნა, რა თქმა უნდა დედის ჯანსაღი ორსულობის დროს, კარგი კვებით იწყება.

 

თუ სწორი პედიატრიული მეთვალყურეობა არ მოხდა წლამდე ბავშვზე, ის მთელი ცხოვრება ეწამება, დაბალი დონის პედიატრის მიერ ჩატარებული, არასრული მართვის გამო. ბევრი პედიატრი მაკითხავს, რომლებიც არიან „ბავშვთა კვების“დისტრიბუტორები.

 

ექიმის მიცემული წამალი, ან კვება პაციენტს სრულად უნდა მოსწონდეს. პლასტმასის, რობოტული თაობები არ უნდა გაიზარდოს, ნატურალობა, არ უნდა დავკარგოთ. D ვიტამინის ჯანსაღი ცვლა იქმნება მხოლოდ, მზის სხივების შედეგად, როცა ნატურალური კვების ფონზე, ორგანიზმში D ვიტამინი წარმოიქმნება .

 

მთლიანად ხელოვნურ კვებაზე გაზრდილ ბავშვს, არასდროს ექნება მწიფე იმუნიტეტი და ჯანსაღი D ვიტამინის ცვლა. ბავშვები, რომლებიც თავიდანვე ამყავს და პედიატრიულ მეთვალყურეობას ვახორციელებ, ძირითადად, ნატურალურ კვებაზე მყავს.

 

მხოლოდ, პრენატალური დისტროფიის შემთხვევაში ვიყენებ ხელოვნურ კვებას და ისიც ცოტა ხანს, როცა არ არის დედის რძე. მშობლები მასიურად, უკვე მიეჩვივნენ და გაზარმაცდნენ. ხელოვნური საკვები ადვილი მოსამზადებელია, მაგრამ ამით, ხელოვნური იმუნიტეტის ბავშვები იზრდება.

 

გგონიათ, იმუნიტეტი ასაკში ქვეითდება? იმუნიტეტის მთავარი ფორმულა, რაც ადამიანს მთელი სიცოცხლე თან სდევს, უკვე ბავშვობაშია შექმნილი და ამაში ყველაზე მთავარია, თუ რა და როგორ ჭამა ბავშვმა, განსაკუთრებით, სამ წლამდე. იხდი 10 -ჯერ მეტს და ყიდულობ ხელოვნურ ფაფას.

 

ძირითადად, ეს მოდად იქცა, რასაც ექიმებმა ხელი არ უნდა შევუწყოთ. რძის ადაპტირებული კვება, საჭიროა, თუ დედის რძე არ არის იმუნიტეტ შეზღუდულ ახალშობილებში. ბავშვი თუ ისე გაიზრდება, რომ ერთ პერიოდსაც ვერ მიიღებს ძროხის რძეს, მას D ვიტამინის და კალციუმის ცვლა, არასდროს ექნება ჯანსაღი.

 

ეს კი ნიშნავს, პრობლემურ სიცოცხლეს, უამრავი დაავადების ადვილად დაწყებას. ნამდვილი გლუკოზა, ხსნის და ამწიფებს ტვინს. ტვინის ნეირონები, ნატურალური გლუკოზით მწიფდებიან. თუ ტვინის ნეირონებმა არ ბრძანა, ისე ორგანიზმი მომწიფებას ვერ შეუდგება.

 

ბავშვი, რომელიც ნატურალურ გლუკოზას არ იღებს, ყოველთვის დააგვიანებს ზრდა-განვითარებას. ნამდვილი გლუკოზა, ნატურალური ხილიდან და ფაფებზე შაქრის ტრადიციული სიროფის დამატებით შეიწოვება, ყველაზე მეტად – 2 წლამდე ბავშვებში,“ – წერს ტოტოჩავა.

ავტორი: რუსა ღვანიძე


X

error: Content is protected !!