15:02 | 2020-04-20 ავტორი: თათია ცუკოშვილი

უსახსროდ დავრჩით, ყოველგვარი დახმარების გარეშე – ტრანსგენდერი ქალი დახმარებას ითხოვს 

უსახსროდ დავრჩით, ყოველგვარი დახმარების გარეშე – ტრანსგენდერი ქალი დახმარებას ითხოვს 

უკვე რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიოს მასშტაბით თვითიზოლაციაში მილიარდამდე ადამიანი იმყოფება.  კორონავირუსის პანდეემის გამო, დაიხურა სკოლები, ბაღები, საჯარო თუ კერძო დაწესებულებები. მოსახლეობის გარკვეული ნაწილიც სამსახურის გარეშე დარჩა.

 

იზოლაცია განსაკუთრებულად რთული, იმ ადამიანებისთვის აღმოჩნდა, ვისაც არსებობა ყოველდღიური შემოსავლით უწევდა.

 

ცხოვრება მუდამ იზოლაციაში. ყოველგვარი რესურსისა და დანაზოგის გარეშე. მხოლოდ სოლიდარულად განწყობილი ხალხის იმედად…

 

ასე ცხოვრობენ ტრანსგენდერი ქალები დღეს საქართველოში, რომელთაც დიდი ნაწილის ერთადერთი სამსახური – სექსმუშაკობაა.

 

„პრაიმტაიმი“ ტრანგენდერ ქალს, გაბრიელას ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ „თუ უსახლკაროდ დარჩა, მერიის წინ კარავს გაშლის“.

 

 

„უკვე ორი თვეა თვითიზოლაცია გვაქვს. სახლში ვართ გამოკეტილები. გარეთაც ვერ გავდივართ. შემოსავლის გარეშე დავრჩით.

 

ჩვენ სექსმუშაკები ვართ და ურთიერთობა ბევრთან გვიწევს, თავიდანვე ჩავთვალეთ, რომ ეს გარემო ჩვენთვის უსაფრთხო არ იყო, გარეთ, რომ დავმდგარიყავით და გვემუშავა.

 

ბინის ქირის გადახდაც გვიწევს. არანაირი რესურსი და დახმარება არ გვაქვს.

 

აქამდე ერთმანეთს ვეხმარებოდით. სოციალურ ქსელშიც შემოწირულობის მსგავსი გააკეთეს და რაღაც თანხა შეგროვდა.

 

ამ თვეში სრულიად უსახსროდ დავრჩით. ყოველგვარი დახმარების გარეშე.

 

არ ვიცით, რა უნდა ვქნათ, ან რა იქნება… ალბათ, მერიის წინ კარავს დავდგამთ. თუ დაჭერაა, დაგვიჭირონ“

 

არანაირი დახმარება არ ყოფილა. სახელმწიფოს საერთოდ არ გავხსენებივართ.

 

კონტაქტზე მხოლოდ ერთი ჟურნალისტი გამოვიდა და გვითხრა, რომ დახმარება ერთ პიროვნებას სურდა, რომელსაც აინტერესებდა ჩვენი, ტრანგენდერების სახლის მისამართი, მაგრამ ვინაობის გამხელა არ სურდა.

 

ჩვენ ვუთხარით, რომ ესე არ გვინდოდა. შევთავაზეთ, რომ საკვები ოფისში მიეტანათ და მერე იქიდან გავანაწილებდით. ამაზე, როგორც ჩანს უარი თქვა. მისამართის მიცემა, კი საშიშია. არ ვიცით, სხვა დროს რას იზამს,“- განუხადა „პრაიმტაიმს“ გაბრიელამ.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X

error: Content is protected !!