13:45 | 2020-04-17 ავტორი: ნინი ტაველიძე

უსაფრთხოა თუ არა სუფთა ჰაერზე სეირნობა პანდემიის ფონზე

უსაფრთხოა თუ არა სუფთა ჰაერზე სეირნობა პანდემიის ფონზე

იმის გასარკვევად რამდენად უსაფრთხოა სუფთა ჰაერზე სიარუალი კორონავირუსის პანდემიის დროს „პრაიმტაიმი“ ექიმ-ინფექციონისტ მარინა გოდერძიშვილს ესაუბრა.

 

ექიმ ინფექციონისტის თქმით, უმჯობესია თუ ბოლომდე მივყვებით რეკომენდაციებს და სახლში დავრჩებით. თუმცა, თუ გარეთ გასეირნებას გადავწვეტთ სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება აუცილებელია.

 

„დახველების ან ცემინების შემდეგ 2-3 წუთის განმავლობაში ვირუსი რჩება ჰაერში. თუ იმ ორ-სამ წუთში მოხდება ჰაერის ჩასუნთქვა, მაშინ ადამიანი დაინფიცირდება. ამიტომაა საჭირო პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების დაცვა“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ექიმ-ინფექციონისტმა, მარინა გოდერძიშვილმა.

 

ამასთანავე 4 მარტს ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ ვირუსი ჰაერშიც გადაადგილდება.

 

სინგაპურში ჩატარებული ამ კვლევის დროს, ვირუსი საავადმყოფში, ინფიცირებული პაციენტის ოთახის ვენტილატორზე იპოვეს, სადაც მას მიღწევა მხოლოდ საჰაერო გზით შეეძლო.

 

ვირჯინიის ტექნიკური ინსტიტუტის მკვლევრის, დოქტორ ლინსეი მარის განცხადებით, ფიზიკაზე დაყრდნობით, დაახლოებით 1,8 მეტრ სიმაღლეზე ასული აეროზოლი დაბლა 34 წუთში ეცემა.

 

ამ აღმოჩენამ საზოგადოებაში პანიკა არ უნდა გამოიწვიოს, რადგან ვირუსი ჰაერში სწრაფად იშლება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

Reuters: კორონავირუსი ჰაერში რამდენიმე საათი ცოცხლობს, ზედაპირზე კი რამდენიმე დღე
2020-03-18Reuters: კორონავირუსი ჰაერში რამდენიმე საათი ცოცხლობს, ზედაპირზე კი რამდენიმე დღე

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X