15:22 | 2021-09-17 ავტორი: Prime Time

ურთულესი ბავშვობა გვქონდა… ლუკმას ვუყოფდით ერთმანეთს – პეტრე კოლხი

ურთულესი ბავშვობა გვქონდა… ლუკმას ვუყოფდით ერთმანეთს – პეტრე კოლხი

ჩვენ, ისე როგორც ბევრს ჩვენს თაობაში, ურთულესი ბავშვობა გვქონდა… ლუკმას ვუყოფდით ერთმანეთს… დედა ხშირად გვეტყოდა, არაფრის შეგეშინდეთ, ერთმანეთი გყავთო, – ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს და ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს.

„ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა, ვერ ესწრება ამ ამბავს“ - რატომ არ დახვდა რუსუდან კერვალიშვილი დას საპატიმროსთან
2021-09-17„ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა, ვერ ესწრება ამ ამბავს“ - რატომ არ დახვდა რუსუდან კერვალიშვილი დას საპატიმროსთან

 

და-ძმობაზე მარადიული განცდა იშვიათად გააჩნია ადამიანს… ძლიერიც ხარ და გამარჯვებულიც, როცა ამ პლანეტაზე, თუნდაც სხვა ქვეყანაში შენი ღვიძლი, შენი ხორცის ნაწილი გეგულება…

 

ჩვენ, ისე როგორც ბევრს ჩვენს თაობაში, ურთულესი ბავშვობა გვქონდა… ლუკმას ვუყოფდით ერთმანეთს… დედა ხშირად გვეტყოდა, არაფრის შეგეშინდეთ, ერთმანეთი გყავთო… წლები მოგვემატა, თორემ ვერ მოვწყდით წალენჯიხიდან წამოყოლილ კადრებს… დღეს ისევ ერთმანეთს ვუყოფთ ლუკმას და გვახსოვს დედის დარიგება, რომ ერთმანეთი გვყავს…

 

ჩემი და რუსუდანი დღეს იუბილარია… შემაწუხებლად მზრუნველი, დაუჯერებლად ძლიერი სულისკვეთების პატრონი, თავად რომ გაუჭირდეს, სხვას მაინც გაუწვდის ხელს და წამოდგომაში დაეხმარება…

 

დიდხანს მყავდე ჭკუის დამრიგებლად ,,აუტანელო”…

 

დედაჩემივით მზრუნველი ხარ და

 

მეიმედები აწ და მარადის…

 

სხვა რომ ჩამიდგეს ნუგეშის კართან,

 

შენ უპირობოდ დამიფარავდი

 

არ მეშინია ქარის და სეტყვის,

 

შენთან ურაგანს შევეჭიდები.

 

დაუფიქრებლად ყოველთვის გეტყვი,

 

დედაჩემივით მუდამ მჭირდები,“ – წერს პეტრე კოლხი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!