fbpx
15:32 | 2020-11-11 ავტორი: Prime Time

ურთიერთბრალდებები მარნეულში – „ააწიოკეს ბავშვები და ქალები“

ურთიერთბრალდებები მარნეულში – „ააწიოკეს ბავშვები და ქალები“

მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე ირწმუნება, რომ წუხელ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მის ოჯახს მიუვარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

თავად გიორგაძე ამ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს და ამბობს, რომ გუშინ საერთოდ არავინ უნახავს.

 

„წუხელ ,სოფელ საიმერლოში, ჩემს ბიძაშვილებს, სახლში მიუვარდნენ, მუქარით და გინებით, ააწიოკეს ბავშვები და ქალები. ესენი არიან, ვინც 29 სექტემბერს, ჩვენზე იძალადეს, თუმცა პასუხი თავიანთ საქციელზე არ აგეს, ახლა ჩვენ მარნეულის პოლიციაში ამის შესახებ სარჩელი შევიტანეთ”, – განაცხადა ლაშა ქველაძემ.

 

„ადამიანმა ასე ნამუსი როგორ უნდა დაკარგო?! ქველაძის განცხადება არის სრული სიცრუე, მე გუშინ არავინ არ მინახავს, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ეს არის მორიგი ტყუილი ბრალდება მათი მხრიდან”, – განაცხადა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ.

 

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X