20:28 | 2021-07-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

უქმე დღეებში ანაზღაურების გაორმაგება, ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ – რა ინიციატივაზე იმსჯელებს პარლამენტი

უქმე დღეებში ანაზღაურების გაორმაგება, ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ – რა ინიციატივაზე იმსჯელებს პარლამენტი

საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს. ამის შესახებ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა მიმართა.

 


დოკუმენტი შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

 

კაცი 10 წლის ბავშვს სოციალურ ქსელში თანატოლად გაეცნო, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები გააგზავნინა და შემდეგ აშანტაჟებდა - რა მოხდა გორში
2021-07-27კაცი 10 წლის ბავშვს სოციალურ ქსელში თანატოლად გაეცნო, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები გააგზავნინა და შემდეგ აშანტაჟებდა - რა მოხდა გორში

 

საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.

 

„საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება შრომის კოდექსში აუცილებელ და სასწრაფო ჩასწორებას, სადაც იქნება ნათლად გაწერილი ყოველი სიტყვა, რათა დამსაქმებელს და მათთან დასაქმებულ იურისტებს აღარ მიეცეთ შრომით ხელშეკრულებაში, თავის სასარგებლოდ სიტყვებით მანიპულირების საშუალება, როგორც ეს დღემდე ხდება დასაქმებულის უფლებების დარღვევის ხარჯზე“, – ვკითხულობთ მოქალაქის საკანონმდებლო ინიციატივაში. 

 

საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ საშემოსავლო გადასახადი არსებული 20%-ის ნაცვლად გახდეს 10%. წინადადების ავტორის განცხადებით, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესის სტიმულირებას და ხელფასების მატებას.

 

ამასთან, წინადადების მიხედვით, შესაძლოა, დასაქმებულებმა ხელფასი არა თვეში ერთხელ, არამედ თვეში ორჯერ – ორ კვირაში ერთხელ აიღონ.

 

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X

error: Content is protected !!