12:49 | 2020-05-15 ავტორი: ნინი ტაველიძე

UPI: შავი ზღვის რეგიონში არის პატარა ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით კარგად მართავს კრიზისს

საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებულ ისტორიაზე სტატიას UPI აქვეყნებს.

 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას ებრძვის.

 

ვირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

 

თუმცა, შავი ზღვის რეგიონში არის ერთი პატარა ქვეყანა, რომელიც კრიზისს განსაკუთრებულად კარგად მართავს – მას საქართველო ჰქვია.

 

ეს ყველაფერი ქვეყანამ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით შეძლო.

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

 

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 671-ს აღწევს. ინფიცირებულებიდან ნახევარზე მეტი ვირუსიგან უკვე გამოჯანმრთელდა.

 

გარდაცვალების შემთხვევები კი მხოლოდ 12-ია.

 

ქვეყნის წარმატება ინფექციის გავრცელების შემცირებასა და სიკვდილიანობის დაბალი დონის უზრუნველყოფაში არ არის შემთხვევითი.

 

საქართველოს მთავრობა უფასო სკრინინგსა და მკურნალობას ყველას უტარებს. გადაუდებელი დახმარების ცენტრებში ადგილები უამრავია და საკარანტინო ზომები მკაცრ რეჟიმში ხორციელდება.

 

უწყებათაშორისი სამთავრობო რეაგირების ჯგუფები გეგმის შესამუშავებლად ერთმანეთს ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში შეხვდნენ.

 

წლის დასაწყისში კი, სწრაფად შეჩერდა ფრენები ჩინეთთან და სხვა რისკ-ჯგუფში მყოფი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ირანი და იტალია.

 

ქვეყანა ასევე იყო პირველი, ვინც აეროპორტებში ინფიცირებულთა სკრინინგი დაიწყო.

 

მედია კამპანიამ კი ჯანდაცვის ექსპერტების ხელმძღვანელობით. საზოგადოების ცნობიერება აამაღლა და პანიკა შეამცირა.

 

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებას მთელს მსოფლიოში საიმედო მოკავშირეების არსებობამ შეუწყო ხელი. ამ კოორდინაციის ცენტრში არის აშშ-ს მიერ დაფინანსებული რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი.

 

მსოფლიო დონის დაწესებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ფლობს და მართავს. ასობით COVID-19 ტესტის დამუშავების შესაძლებლობით 24 საათზე ნაკლებ დროში ცენტრი გახდა ძირითადი კვლევითი რესურსი, არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც.

 

აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, საქართველოს მთავრობა „პროაქტიული ნაბიჯებისთვის“ შეაქო, რომელთა მეშვეობითაც მათ  კორონავირუსის გავრცელება შეაკავეს.

 

სამწუხაროდ, ცივი ომის ნოსტალგიური განწყობით, შეთქმულების თეორეტიკოსებმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლუგარის ცენტრი დაგმეს.

 

მათ ლუგარს აშშ-ს მიერ დაფინანსებული ბიო იარაღის საკვლევი კერა უწოდეს.

 

ეს არ არის პირველი გლობალური კრიზისი, რომელშიც სამხრეთ კავკასიის ერი შეერთებულ შტატებთან გვერდით დგას.

 

როდესაც შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა მე – 5 მუხლი 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ – ალიანსის ისტორიაში პირველი და ერთადერთი შემთხევა – საქართველომ ჯარი, ინფრასტრუქტურა და მატერიალური რესურსი გამოყო ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების მიზნებისთვის.

 

ბოლო რვა წლის განმავლობაში, საქართველო ავღანეთში, გადამწყვეტი დახმარების მისიაში, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი დარჩა.

 

11,000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი მსახურობდა ავღანეთში აშშ-ს მეთაურობით ტერორიზმის წინააღმდეგ ომში და ISAF- ის ჯარების ერთ სულ მოსახლეზე დანაკარგის მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ.

 

7,800 ქართველი ჯარისკაცი მსახურობდა აშშ-ს ძალებთან ერთად ოპერაციაში ერაყის თავისუფლებისთვის.

 

ვაშინგტონს აქვს მცირე ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისათვის ძლიერი ორმხრივი მხარდაჭერის ჩანაწერები 2001 წლიდან, როდესაც ეს ორი, ტერორის წინააღმდეგ, პარტნიორები გახდნენ.

 

  • უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის ისტორიაში შედის 2002 წლის საქართველოს ვარჯიშისა და აღჭურვის პროგრამა

 

  • 2005 წლის საქართველოს მდგრადობისა და სტაბილურობის პროგრამები

 

  • 2016 წლის მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის გაღრმავების შესახებ

 

ეს ყველაფერი საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის განვითარებაზეა ფოკუსირებული.

 

2018 წლის ივლისის ბრიუსელის სამიტზე შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა 2008 წლის დაპირება, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისთის, ვაშინგტონ თაიმსთან თანამშომლობით, მნიშვნელოვან საქმეს შეეჭიდა.

 

ის გამოეხმაურა აშშ-ს თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის, გამოხატულ სენტიმენტებს მიუნხენის თავდაცვის 56-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე.

 

ასეთ ნაბიჯს ნამდვილად დაუპირისპირდებოდა კრემლი, მაგრამ ნატოში სრულად ინტეგრირებული საქართველო უდავოდ გაზრდიდა რუსეთის მოქმედებების საფასურს რეგიონში და ხელს შეუწყობდა ნატოს მთავარ სტრატეგიულ აქტივობას – შეფერხებას.

 

საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატო-ს სამხედრო ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტი 2-პროცენტიან ვალდებულებას, აქვს ალიანსთან ერთობლივი წვრთნების ისტორია და სამხედრო ურთიერთთანამშრომლობისთვის საჭირო შესაძლებლობა.

 

რუსეთის მზარდი თავგადასავლების ძიების პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ღია საომარ მოქმედებებს უკრაინასა და სირიაში, შარშანდელ კიბერშეტევებს საქართველოზე, აცილებული საიმედო და ძლიერი რეგიონული ურთიერთობების გარეშე ვერ შეჩერდება და ვერც თავიდან იქნება აცილებული.

 

როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს მიწოდების ქსელები და სავაჭრო მარშრუტები ჩინეთს ჩამოაშოროს, საქართველოს ადგილმდებარეობა, საქმიანი, მეგობრული პოლიტიკა და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორობა, ქვეყანას საწარმო და სატრანსპორტო ობიექტების განსათავსებლად მიმზიდველ ადგილად ხდის.

 

ისეთი კანონმდებლობის მიღება, როგორიცაა შარშან გამოცემული საქართველოს მხარდაჭერის აქტი, ამ სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებაში პოზიტიური ნაბიჯი იყო.

 

შეერთებულმა შტატებმა თავისი შავი ზღვის პარტნიორის მიმართ საპასუხო კეთილგანწყობის გამოჩენა უნდა განაგრძოს, დაეხმაროს უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ განვითარებაში.

 

ასევე, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გეოპოლოტიკური სირთულეების პერიოდში საიმედო პარტნიორების საჭიროება უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X