19:14 | 2020-06-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა” – Covid-19-ით გარდაცვლილის შესახებ ემოციური პოსტი ვრცელდება

„უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა” – Covid-19-ით გარდაცვლილის შესახებ ემოციური პოსტი ვრცელდება

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-14 პაციენტი 65 წლის მამაკაცია. მის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი ვრცელდება.

 

„ძალიან ბევრ არასასიამოვნო და გულისამრევ კომენტარს ვაწყდები, რომ თითქოს უამრავი თანხმლები დაავადება ჰქონდა და საერთოდაც კორონა არ არსებობს… ძალიან ცდებით და უტიფრები ხართ!

 

ვინ არის Covid-19-ით გარდაცვლილი მეთოთხმეტე პაციენტი
2020-06-13ვინ არის Covid-19-ით გარდაცვლილი მეთოთხმეტე პაციენტი

 

ეს ადამიანი 65 წლის ასაკშიც კი ისეთი ჯანმრთელი და ახალგაზრდა იყო, ბევრ ჩემ თანატოლს ჯობნიდა! უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა, როდესაც სეფსისის ცენტრში დააწვინეს უკვე მძიმე იყო, მათაც უფრო დაუმძიმდათ, რადგან თურმე რეანიმაცია არ ჰქონდათ და თადარიგი ვერ დაიჭირეს, რის გამოც მოხდა ფილტვის უმძიმესი დაზიანება და მთელმა ირგანიზმა მიიღო უჟანგბადობის შოკი!

 

რატიანი რასაც ამბობს, ეს გართულებები ამის ნიადაგზე განუვითარდა და არა მანამდე! და კი ეს დაავადება ნამდვილად არსებობს და ესეთი სიცოცხლით სავსე, უკეთილესი ადამიანებიც ეწირებიან მას!

 

ნუ იქნებით დაუნახავები და გაუფრთხილდით თქვენს ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს! გამოიჩინეთ სიფრთხილე. მე კი სიტყვები არ მყოფნის როგორ მტკივა ჩემი ზურიკო, ჩემს გულს და სულს ვატან”, – წერს გარდაცვლილის შვილი.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით სულ 14 ადამიანია გარდაცვლილი.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +