10:52 | 2020-06-03 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

უნდა მოვერიდოთ… სახეზე ხელი ავიფაროთ! – ყვავებმა ზურაბ გურიელიძესაც ცემეს

უნდა მოვერიდოთ… სახეზე ხელი ავიფაროთ! – ყვავებმა ზურაბ გურიელიძესაც ცემეს

გუშინ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ყვავი 5 ქალს დაესხა თავს, მათ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ყვავის განრისხების მიზეზი და ამის გასარკვევად ზოოპარკის დირექტორს, ზურა გურიელიძეს ვესაუბრეთ.

 

„ახლა გამრავლების სეზონი აქვთ და გაშმაგებულები ბახალებს იცავენ.

 

ეს ყოველ წელს ხდება, ხან სად, ხან სად.

 

ყვავები სოციალური ფრინველები არიან და მთელი ჯგუფი იცავს ხოლმე ბახალას, რომელიც ბუდიდან ვარდება. შეიძლება ის ვერც შეამჩნიოთ, რომ სადმე ახლოს იყოს.

 

VIDEO: გავრცელდა კადრები, როგორ დაესხა ყვავი მოქალაქეებს თბილისში
2020-06-03VIDEO: გავრცელდა კადრები, როგორ დაესხა ყვავი მოქალაქეებს თბილისში

 

ყვავი ყველაზე ჭკვიანი ფრინველია, ინტელექტუალურად ძალიან განვითარებულები არიან. გარდა ამისა, მას ადამიანის საუბრის გამეორება შეუძლია“, – გვითხრა გურიელიძემ.

 

ზოოპარკის დირექტორი საკუთარ ისტორიასაც იხსენებს.

 

„მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, 2 წლის წინ, რუსთაველზე ბახალა ჩამოვარდა, როცა ჩამოვარდნილს ვიჭერდი, ყვავებმა ძალიან მცემეს.

 

ადამიანები ცოტა უნდა მოერიდონ, სახეზე ხელი აიფარონ“, – უთხრა ზურა გურიელიძემ „პრაიმტაიმს“.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X