fbpx
13:03 | 2020-06-08 ავტორი: ნინი ტაველიძე

„უნდა გვესროლო?“ – 5 წლის ამერიკელი გოგონა პოლიციელს (ვიდეო)

„უნდა გვესროლო?“ –  5 წლის ამერიკელი გოგონა პოლიციელს (ვიდეო)

„უნდა გვესროლო?“,- ამ კითხვით მიმართა აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე 5 წლის ფერადკანიანმა გოგონამ პოლიციელს. ინფორმაციას ამის შესახებ skynews-ი ავრცელებს.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

5 წლის საიმონ ბარტი ტეხასში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.

 

აქციაზე გამვლელმა პოლიციელმა შენიშნა, რომ გოგონა იმედგაცრუებული და დამწუხრებული იყურებოდა.

 

სამართალდამცავი მიუახლოვდა მას, რა დროსაც მცირეწლოვანმა ჰკითხა- აპირებდნენ თუ არა სროლას, რის საპასუხოდ ოფიცერი მას გადაეხვია.

 

„ჩვენ ვართ აქ იმისათვის, რათა დაგიცვათ. არ ვარ აქ იმისთვის, რომ შენ რამე დაგიშავო. შენ შეგიძლია გააპროტესტო, შეგიძლია იზეიმო და გააკეთო ნებისმიერი რამ რაც გსურს. ოღონდ არაფერი დაამტვრიო“,- უთხრა პოლიციელმა პატარა გოგონას.

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X