14:01 | 2020-09-11 ავტორი: Prime Time

უნდა დავიძახოთ SOS! – რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს

უნდა დავიძახოთ SOS! – რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი პრაიმტაიმთან ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს.

 

როგორც რატიანმა განაცხადა, საქართველოსთვის დღიურად კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევის დაფიქსირება ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელება ასეთი დინამიკით გაგრძელდა, ქვეყნის სამედიცინო ინფრასტრუქტურა კოლაფსში აღმოჩნდება.

 

უნდა გამოვფხიზლდეთ, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძოთ და...- კულუმბეგოვი მოსახლეობას მიმართავს
2020-07-22უნდა გამოვფხიზლდეთ, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძოთ და...- კულუმბეგოვი მოსახლეობას მიმართავს

 

ლევან რატიანი: დღეს ქვეყანაში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოტა ხანი უნდა შევეშვათ იმ გერემოებას, რომ ვიკონტაქტოთ ყველასთან და ყველაფერთან. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, რომ არ ვიყოთ დაავადების მიმღები და გამავრცელებლები.

 

არ არსებობს კორონავირუსის სამკურნალო საშუალება, ერთადერთი არსებობს სიმპტომური მკურნალობა, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. უნდა დავიძახოთ SOS – სიფრთხილე ნიშნავს საზოგადოებრივი დისტანციას, ჰიგიენის დაცვასა და პირბადის ტარებას. რაც უფრო მეტია ინფიცირებულთა რაოდენობა, მით მეტი იქნება კრიტიკული პაციენტების რაოდენობა.

 

– ბატონო ლევან, ინფიცირებულების ასეთი რაოდენობა კარანტინის პირობებშიც არც ფიქსირდებოდა. ფიქრობთ თუ არა, რომ ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების დრო კიდევ ერთხელ დადგა?

 

– კარანტინის გამოცხადების საკითხს ჩემზე უფრო კომპეტენტურები გადაწყვეტენ. მე ერთადერთი შემიძლია გითხრათ – უნდა დავიცვათ ერთმანეთი, თუმცა ეს არ უნდა იყოს ფსიქოლოგიური ტერორის იარაღი. თუ ვირუსი შეგვეყრება, არაა ისე საქმე, რომ მაინც და მაინც უნდა მოგვკლას. თუ ვირუსით დავინფიცირდებით, უნდა მოვექცეთ იზოლაციაში, ძაან თუ გამოიხატება კლინიკური მანიფესტაცია, უნდა მივმართოთ კლინიკას.

 

– პანდემიის მხრივ, ელოდებით სიტუაციის გართულებას?

 

– მე ერთი რაღაც არ მომწონს, ძალიან ბევრია ჩვენი ქვეყნისთვის 87 შემთხვევა, ეს ძაან მაფიქრებს. თუ ასე პროგრესულად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, სამედიცინო ინფრასტრუქტურა კოლაფსში აღმოჩნდება.

 

– რამდენად მაღალია სამედიცინო ინფრასტრუქტურის კოლაფსში აღმოჩენის შანსი?

 

– დღეს 87 შემთხვევა ხომ არის ინფიცირებული, ქვეყანაში უამრავი ქრონიკული პათოლოგიის მქონე ადამიანები არსებობენ. ამ ადამიანების კორონავირუსით ინფიცირება რომ მოხდეს, ეს მათი დაავდების პროვოცირებას გამოიწვევს, ამიტომ ვირუსის გავრცელების ჯაჭვის წყვეტა უნდა განხორციელდეს.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +