fbpx
16:27 | 2020-08-17 ავტორი: თამარ გონგაძე

“უნდა ავისრულო ის, რაც ყველაზე ძალიან მინდა” – იუბილარმა ცოტნე ზედგინიძემ სურვილი გაგვიმხილა

“უნდა ავისრულო ის, რაც ყველაზე ძალიან მინდა” – იუბილარმა ცოტნე ზედგინიძემ სურვილი გაგვიმხილა

ჩვენი ვუნდერკინდი, ცოტნე ზედგინიძე იუბილარია. პატარა მუსიკოსი 11 წლის გახდა. როგორც იუბილარი “პრაიმტაიმთან” ამბობს, წინ დიდი გეგმები აქვს, სურს, რომ ამ ასაკში კიდევ უფრო ნაყოფიერი იყოს და მიზნისკენ მიმავალი უფრო გაძლიერდეს. გვითხრა, რომ ამ ზაფხულს ეტიუდები დაწერა…

 

იმისთვის, რომ ცოტნესთვის ღამის 12 საათზე დაბადების დღე მიელოცა, ბათუმიდან სპეციალურად ჩამოფრინდა ნიკოლოზ რაჭველი, იუბილართან რამდენიმე საათი გაატარა და ისევ უკან გაფრინდა…

 

“17 აგვისტო ისტორიული მნიშვნელობის დღეა საქართველოსთვის და ჩემთვის, რადგან ამ დღეს ჩვენი დროის ორი ნამდვილი მოვლენა, მსოფლიო მასშტაბისა და მნიშვნელობის ხელოვანი ლევან სონღულაშვილი და ცოტნე ზედგინიძე დაიბადნენ.
ჩემს სათაყვანებელ ადამიანებს ღმერთმა არ მოაკლოს სინათლით, სიკეთით და გამარჯვებებით სავსე გზა!
ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მათ!” – წერს მაესტრო “ფეისბუქზე”.

 

 

მუსიკოსის ბებია გვიყვება, რომ ახლა ბეთანიაში არიან და სტუმრებს ელოდებიან.

 

ნინო მამრაძე: – ცოტნეს კლასელები და უფროსი მეგობრები შეიკრიბებიან და მხიარულად გაატარებენ დროს. უყვარს საკუთარი დაბადების დღე. მზადების დროს – “უი, უის” იძახის. ღელავს, როცა ვფუსფუსებთ და მზადებაში ვართ. როცა უკვე მოდიან სტუმრები, უკვე ბედნიერია.

 

ქალბატონი ნინო გვიყვება, რომ ცოტნე ჯაიანმა იუბილარს თავისი ნახატი გაუგზავნა, რომელიც ცოტნეს ნაწარმოების მიხედვით დახატა. “ცოტნეს ცოტნესგან” – ასე წააწერა საჩუქარს, რომელიც ვუნდერკინდის “ატილას” მიხედვით შექმნა.

 

“აბსტრაქტული ნახატია, სახეებიც ჩანს, ძლიერი ნამუშევარია. თბილისში რომ ჩავალთ, ამ ნახატს როიალთან დავკიდებთ და ეს იქნება პირველი სერიოზული საჩუქარი, რომელიც ცოტნეს აჩუქეს” – გვეუბნება ქალბატონი ნინო.

 

იუბილარმა კი გაგვიმხილა, რომ დღეს მისი დის, ნინიკოს ნათლობის დღეც არის.

 

 

ცოტნე ზედგინიძე: – დღეს მოინათლა ჩემი დაიკო და ასეთი დიდი დღეა ჩვენთვის. მე 11 წლის რომ გავხდი, უფრო უნდა გავძლიერდე და მომავალზე უფრო უნდა დავფიქრდე. უნდა ავისრულო ის, რაც ყველაზე ძალიან მინდა. ყველაზე მეტად კი მინდა გავხდე დირიჟორი და პიანისტი.

მინდა უფრო მეტი კონცერტი მქონდეს და მეტი ნაწარმოები გამოვიგონო.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X