23:06 | 2020-04-26 ავტორი: ალექსი ქამადაძე

გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა – ვანო მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე

გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა – ვანო მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე

ეს იქცა პოლიტიკოსებისათვის პოლიტიკურ საკითხად. პირადად ჩემთვის, ჩემი მეგობრებისათვის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისათვის იქცა პოლიტიკურ პრობლემად, – ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ განაცხადა.

 

ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მას პასუხისმგებლობა უნდა აეღო და უნდა გადამდგარიყო.

 

„მე ვთვლი, რომ უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე, უნდა მიმეღო უფრო თამამი გადაწყვეტილება თავის დროზე. როგორც მინიმუმ, უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისგებლობა და გადავმდგარიყავი“, – განაცხდა მერაბიშვილმა.

 

წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ არ გადადგა მერაბიშვილი პასუხობს, რომ „ასე გადაწყდა“.

 

„ახლა მიჭირს ამაზე საუბარი. ეს საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერაც, ჩვენს გუნდშიც. მათ შორის სააკშვილი და რამდენიმე ადამიანი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა. იყო სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა მოხდა ისე, რომ გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა. თუმცა, უპირველეს ყოვლისა ჩემთვის, ასევე, ჩემი მეგობრებისათვის, იქნებოდა უკეთესი“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

კითხვაზე, როდის იფიქრა, რომ უკეთესი იყო გადამდგარიყო, ვანო მერაბიშვილმა უპასუხა, რომ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიხვდა, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ გადამდგარიყო.

 

იმოქმედა თუ არა იმ ფაქტმა, რომ გირგვლიანის საქმეში მერაბიშვილის ცოლის ფიგურირებდა და ეს იყო თუ არა პირადი პრობლემა, ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ „ამან სერიოზული ზიანი მიაყენა ჩემი ოჯახის კომფორტს, მაგრამ მე არავითარი ზომები არ მიმიღია“, – თქვა ინტერვიუში ვანო მერაბიშვილმა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები