18:32 | 2020-03-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

უმუშევრობა, ლარის კურსი, ფასების ზრდა… – რა გველოდება

ახალი კორონავისურის პანდემიის კვალდაკვალ საზოგადოებაში უმრავი კითხვა ჩნდება. მოსახლეობას, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა სახლიდან აკვირდება მოვლენებს აინტერესებს, შეძლებენ თუ არა დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ემუქრებათ თუ არა უმუშევრობა, ისედაც გაძვირებული ცხოვრების ფონზე შეძლებენ თუ არა პროდუქტების ყიდვას და საერთოდ სადამდე მიაღწევს ლარის კურსის გაუფასურება.

 

რა კვალს დატოვებს Covid-19 ჩვენ ეკონომიკურ ცხოვრებაზე, და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ შექმნილი მდგომარეობიდან ქვეყნის გამოსაყვანად, ყველა შესაძლო პროგნოზთან დაკავშირებით „პრაიმტაიმთან“ ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია საუბრობს.

 

უმუშევრობა

 

უმუშევრობის დონე გაიზარდება, რადგან ტურიზმის სექტორი შემცირდა, რაც უფრო დიდხანს ვიქნებით ჩაკეტილ მდგომარეობაში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. სავარაუდოდ არც ექსპორტის მოცულობა აჩვენებს სახარბიელო ტრენდებს, ექსპორტის დონეც შესაძლოა შემცირდეს. ის, რომ თითოეული ჩვენგანი ვართ სახლში და არ გვიწევს სამსახურში სიარული ეს ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის დონე მოიმატებს.

 

საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ სამშობლოში დაბრუნდა და ეს ფულად გზავნილებზე იმოქმედებს უარყოფითად. თუ კვლავ წავლენ და დასაქმდებიან ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდება.

 

ფასების ზრდა

 

„რაც შეეხება ფასების დონეს, ეს რთული საპროგნოზოა, რადგან ფასების დონეს განსაზღვრავს ერთი მხრივ მოთხოვნა და მერე მხრივ მიწოდება ბაზარზე. როდესაც მოთხოვნა მცირდება, ფასების დონე უნდა შემცირდეს დროთა განმავლობაში. მაგრამ როდესაც მიწოდება შემცირდება, ფასების დონე უნდა გაიზარდოს. საერთო ეფექტი რა იქნება ამ ყველაფრის უცნობია. მოთხოვნა დაასწრებს მიწოდებას თუ მიწოდება დაასწრებს მოთხოვნის შემცირებას ეს არ ვიცით, რადგან პროცესები დინამიურად ვითარდება. მაგალითად თუ ჩაიკეტა მარნეული, საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული, შეიძლება იქიდან შეფერხდეს პროდუქტის მიწოდება ბაზარზე, რაც მიწოდებას შეამცირებს. მოთხოვნის შემცირებაზე მიანიშნებს, რომ ფულადი გზავნილები, ექსპორტი, ტურისტული სექტორი მცირდება.

 

საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებიც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ. თუ იმპორტის რაოდენობების შემოტანა შეიზღუდა, მოგვიწევს იმპორტის მოცულობის შემცირება. ასე, რომ ერთიც მცირდება და მეორეც, საერთო ჯამში ფასების დონე როგორი იქნება ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია“

 

ლარის კურსი

 

„ლარი უნდა უფასურდებოდეს იმიტომ, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება მცირდება. მაგრამ ლარი უფრო მეტად უფასურდება ამ წუთას საქართველოში, ვიდრე აი ეს ეკონომიკური მაჩვენებლები ასახავს სინამდვილეში სურათს. მართალია ტურიზმიდან შემოსავალი შემცირდა, ფულადი გზავნილებიც შემცირდება, ავტომობილების ექსპორტმაც დაიკლო და რა თქმა უნდა ესეც შემცირდა. მაგრამ ეს შემცირება არ რის იმ მოცულობის, რომ ლარი ასე გაუფასურებულიყო. ამიტომაც ლარის გაუფასურება უკავშირდება მოლოდინებს, რომელიც მარტივ რამეს ნიშნავს – ეკონომიკური აგენტები პროგნოზირებენ უცხოური ვალუტის შემოდინების კლებას და მათი მოლოდინები უფრო მეტია, ვიდრე ამ წუთას კლებას აქვს ადგილი“

 

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

 

„ხელისუფლებამ რაც არ უნდა გააკეთოს ეკონომიკა შემცირდა და უკვე შემცირებულია. ეს მოცემულობაა და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. იმისათვის, რომ ეკონომიკა აღდგეს და ცხადია, რომ თუ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნა მაშინ ეკონომიკა სწრაფად აღდგება. მაშინ ცხადია, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო შეამცირებს გადასახადებს და მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ ეროვნული შემოსავლის ნაწილს დატოვებს კერძო სექტორიში. ეს ეკონომიკას მისცემს დამატებით იმუნიტეტს ან სტიმულს, რომ რესურსები უფრო ეფექტიანად გადანაწილდეს. მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმის პარალელურად, რომ სახელმწიფომ დანახარჯები უნდა შეამციროს. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე სწორი გზა ამ თვალსაზრისით“

 

ამავე თემაზე წაიკითხეთ: 

კორონავირუსის გამო სამსახურის დაკარგვა 24 მილიონ ადამიანს ემუქრება
2020-03-19კორონავირუსის გამო სამსახურის დაკარგვა 24 მილიონ ადამიანს ემუქრება

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X