17:24 | 2020-04-02 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

უმრავლესობის დეპუტატები და მინისტრები StopCov ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები სამი თვის განმავლობაში, ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

 

ამის შესახებ „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პარლამენტსა და მთავრობაში, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულმა წევრმა მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი ხელფასის 1/3“, – განაცხადა კობახიძემ.

 

ცნობისთვის, ამ დროისთვის კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში უკვე 19 მლნ 935 ათასი ლარია ჩარიცხული.

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X