14:14 | 2020-03-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

უმი ხილი და ბოსტნეული საპნით უნდა გაირეცხოს – თენგიზ კალანდაძის რეკომენდაცია

ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს და იქიდან ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს, თეორიული რისკია, რაც პრაქტიკაში დადასტურებული არ არის, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის საგანგებო ჯგუფის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ასევე, გასცა რეკომენდაცია, რომ უმი ხილი და ბოსტნეული საპნით უნდა გაირეცხოს.

 

„უმი ხილი და ბოსტნეული ან ჭურჭლის ჟელეთი, ან სარეცხის საპნით უნდა გაირეცხოს. რაც შეეხება მწვანილს, მწვანილი გამდინარე წყალში კარგად უნდა გაირეცხოს“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ თენგიზ კალანდაძემ.

 

 

ამავე თემაზე:

მარნეულიდან და ბოლნისიდან შემოტანილი პროდუქტი საშიშია? - კითხვას თენგიზ კალანდაძე პასუხობს
2020-03-25მარნეულიდან და ბოლნისიდან შემოტანილი პროდუქტი საშიშია? - კითხვას თენგიზ კალანდაძე პასუხობს
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დატოვე კომენტარი