23:35 | 2021-04-17 ავტორი: თამარ ბუჩუკური

უმძიმესი კადრები ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დახურული ბლოკიდან! – კოვიდინფიცირებული ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება

უმძიმესი კადრები ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დახურული ბლოკიდან! – კოვიდინფიცირებული ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება

პაციენტების რაოდენობით პიკის პერიოდს შევადარებდი. იყო პერიოდი, როცა იკლო პაციენტების რაოდენობამ, მაგრამ ახლა, ისევ მნიშვნელოვნად მოიმატა. ძალიან რთულია, უყურო პატარებს, რომლებსაც სუნთქვა უჭირთ, იყო გართულებული სეფსისით, თანმხლები პათოლოგიებით, პლევმონიით. – ამბობს ციციშვილის კლინიკის რეანიმაციის ექიმი “რუსთავი 2”-თან საუბარს.

 

კურიერის კამერა დღეს კლინიკის დახურულ ბლოკში შევიდა და უმძიმესი კადრები გადაიღო.

 

კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე კი აცხადებს, რომ ბრიტანული შტამით უმეტესად ბავშვები და ახალგაზრდები ინფიცირდებიან.

 

“ე.წ. უმეტესად ინგლისური შტამით ბავშვები და ახალგაზრდები ინფიცირდებიან. გადადება უფრო სწრაფია, ხანგრძლივად მიმდინარეობს და უფრო მძიმეა. შესაძლოა, განვითარდეს კოვიდპნევმონია ან სუნთქვის უკმარისობა, ძალიან ხშირია ბავშვებში, როგორც აქ მწოლიარე, ისე – მსოფლიოში. კოვიდთან ერთად სხვა ინფექციებით ინფიცირებაც. ორი ინფექცია შეიძლება ხშირად იყოს გამოხატული.

 

ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებში ხშირია გართულებები.” – ამბობს მედიკოსი.

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X