12:34 | 2020-06-29 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია – რას ყვება გოგოს ადვოკატი, რომლის დაბადების დღე ტრაგედიით დასრულდა

უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია – რას ყვება გოგოს ადვოკატი, რომლის დაბადების დღე ტრაგედიით დასრულდა

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე ჯერ კიდევ გაურკვეველია.

 

ტრაგედიას წინ უძღოდა დაბადების დღის წვეულება, სადაც შელაპარაკება მუსიკალურ დიჯეისთან მოხდა, რომელიც საღამოს მუსიკალურად აფორმებდა.

 

ახალგაზრდების დაპირისპირებამ დაბადების დღიდან, ცენტრალურ მაგისტრალზე გადაინაცვლა, რის შემდეგაც ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა და ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს გარდაცვლილი.

 

გიორგი შაქარაშვილის ბიძა გვარამიას: ცრემლების ღვარღვარით დაწყებული გადაცემა რატომ უნდა მთავრდებოდეს პოლიტიკური მოწოდებებით?
2020-06-29გიორგი შაქარაშვილის ბიძა გვარამიას: ცრემლების ღვარღვარით დაწყებული გადაცემა რატომ უნდა მთავრდებოდეს პოლიტიკური მოწოდებებით?

 

პოლიციამ მომხდარზე 17 პირი დააკავა და სასამართლომ გუშინ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. გაიზრდება თუ არა დაკავებულთა რიცხვი, ეს გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გაირკვევა.

 

გიორგი შაქარაშვილი იუბილარის ანი გაბეჩავას მეგობარი გახლდათ, სადაც მასთან ერთად სხვა თანატოლებიც იმყოფებოდნენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთაში, სოფელ ნარეკვავში, ნაქირავებ სახლში ერთმანეთისთვის უცნობი ახალგაზრდები შეიკრიბნენ.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ანი გაბეჩავამ დაბადების დღის ბილეთები გაყიდა.

 

ადვოკატმა ლიკა ბითაძემ მისი მონათხრობი გადმოგვცა.

 

„დაბადების დღეზე ბილეთები არ გაუყიდია, ეს იყო მთლიანად ოჯახის სახსრები“, – ამბობს ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით.

 

ვინ არის შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე, ვის დაბადების დღეზეც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი დაიწყო
2020-06-27ვინ არის შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე, ვის დაბადების დღეზეც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი დაიწყო

 

– როგორია ახლა მისი მდგომარეობა?

 

– ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სტრესშია და დიდი ტრაგედია ტრიალებს მის ოჯახში.

 

ანი და გიორგი მეგობრობდნენ, ამიტომაც დაპატიჟა დაბადების დღეზე, ისეთ სტრესშია ჩვენება ვერ მისცა, დამშვიდდება და შემდეგ ვნახოთ.

 

მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, ყველა ჩართულია.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X