18:02 | 2020-07-01 ავტორი: Prime Time

„უკვე სახლების მეორე სართულებზე ამოდიან“ – ახმეტაში საჯარო სკოლის შენობასთან ქვეწარმავალი მოკლეს

„უკვე სახლების მეორე სართულებზე ამოდიან“ – ახმეტაში საჯარო სკოლის შენობასთან ქვეწარმავალი მოკლეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში, საჯარო სკოლის შენობის კართან ქვეწარმავალი მოკლეს.

 

სკოლის დირექტორის, გიორგი ბუღრიძის განმარტებით, სკოლის შენობაში ქვეწარმავლის დაფიქსირების უკვე მესამე შემთხვევაა.

 

„თანამშრომელი შემოდიოდა და წამებში გადარჩა რომ არ უკბინა.

 

 

ეს შხამიანი გიურზაა, რომელიც ბოლო დროს ძალიან მომრავლდა. სამი ადამიანი ვებრძოდით, რომ როგორმე მოგვეკლა.

 

დახმარება გვჭირდება, უკვე სახლების მეორე სართულებზე ამოდიან. ჩვენ ახმეტის მუნიციპალიტეტს კი ვეკუთვნით, მაგრამ ტერიტორიულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ვართ“,- განაცხადა ბუღრიძემ.

 

ადგილობრივი მოსახლეობა, დიდი ხანია ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივის და დახმარებას ითხოვს.

 

წლევანდელ სეზონზე, კახეთში, ქვეწარმავლისგან ადამიანის დაკბენის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე ფაქტი დედოფლისწყაროში მოხდა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X