09:50 | 2020-08-01 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„უკუღმა ჰქონდა არტერიები, გულის ოპერაცია დასჭირდა, 20 დღე საავადმყოფოში გვაცხოვრა“ – ლიკა ევგენიძე რთული დღეების შესახებ

„უკუღმა ჰქონდა არტერიები, გულის ოპერაცია დასჭირდა, 20 დღე საავადმყოფოში გვაცხოვრა“ – ლიკა ევგენიძე რთული დღეების შესახებ

ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს.

 

„Alex 7, 2 კვირა გადააცილა და 31 ივლისს გაჩნდა, 4,700 და 58 სანტიმეტრი. ამერიკელი ექთნები დარბოდნენ და ერთმანეთს ეძახდნენ, ნახეთ გოლიათი გაჩნდაო! პირდაპირ 3 თვის ბავშვის პამპერსით დაიწყო მოღვაწეობა.

მოევლინა სამყაროს და ეგრევე ბევრი გვანერვიულა, უკუღმა ჰქონდა არტერიები, გულის ოპერაცია დასჭირდა, 20 დღე საავადმყოფოში გვაცხოვრა, მერე ჭამა არ უნდოდა და ექთნებთან ერთად ვასწავლიდით როგორ უნდა ეჭამა.

 

მერე 4 წლამდე ლაპარაკი არ დაიწყო, მაგრამ რომ დაიწყო, ისეთები ამოუშვა პირიდან, რომ ნამდვილად ღირდა 4 წელი დუმილად. ალექს, მიყვარხარ და მადლობა, რომ მე ამირჩიე დედად“.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X