11:18 | 2020-07-20 ავტორი: Prime Time

უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით რეისები იცვლება

უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით რეისები იცვლება

უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ზაფხულის გეგმებს ცვლის.

 

„ავიანიუსის“ ცნობით, უკრაინელებისთვის რიგი ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილია, რის გამოც SkyUp Airlines-ი იძულებულია, ზაფხულის მიმართულებების კორექტირება მოახდინოს.

 

კორექტირება ეხება საქართველოს მიმართულებასაც. როგორც SkyUp Airlines-ის განცხადებიდან ირკვევა, ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს აღარ შეასრულებს შემდეგ მიმართულებებზე: ლვოვი – ბათუმი – ლვოვი, ზაპოროჟიე – ბათუმი – ზაპოროჟიე, ოდესა – ბათუმი – ოდესა, ოდესა – თბილისი – ოდესა, ხარკოვი – თბილისი – ხარკოვი.

 

რაც შეეხება კიევის მიმართულებას, „ავიანიუსის“ ცნობითვე, SkyUp Airlines-ის განცხადებაში კიევი-თბილისი-კიევის და კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებაზე საუბარი არ არის.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X