fbpx
13:22 | 2020-09-14 ავტორი: Prime Time

უკრაინაში ტარიელ ონიანის ძმისშვილი დააკავეს – რა ვიდეოს ავრცელებს კიევის პოლიცია?

უკრაინაში ტარიელ ონიანის ძმისშვილი დააკავეს – რა ვიდეოს ავრცელებს კიევის პოლიცია?

კიევში საქართველოს მოქალაქე, 43 წლის მამუკა ონიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

რას საქმიანობენ ტარიელ ონიანის შვილები - გაჰყვა თუ არა ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ვაჟი მამის გზას
2020-07-31რას საქმიანობენ ტარიელ ონიანის შვილები - გაჰყვა თუ არა ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ვაჟი მამის გზას

 

უწყება, იქვე აქვეყნებს დაკავებულის გამოკითხვის ამსახველ ვიდეო მასალას.

 

მამუკა ონიანი გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის ძმისშვილია. თავად „კანონიერი ქურდის“ სტატუსი 2013 წელს სტამბულში მიიღო.

 

უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, „კანონიერი ქურდი“ მამუკა ონიანი ქვეყანაში კრიმინალური გავლენების დასამკვიდრებლად იმყოფებოდა.

 

ამჟამად ის ქვეყნიდან გაძევების მიზნით დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X