fbpx
11:19 | 2020-11-04 ავტორი: Prime Time

უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „მაღალო“ დააკავეს

უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „მაღალო“ დააკავეს

კიევის გარეუბანში მდებარე აგარაკზე უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქართველი „კანონიერი ქურდი“ რევაზ ქათამაძე დააკავეს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტი ავრცელებს. 

 

46 წლის ქათამაძეს კრმინალურ წრეებში „მაღალოს“ მეტსახელით იცნობენ. ის წარმოშობით ზესტაფონელი გახლავთ და „კანონიერ ქურდად“ 2000 წელს, 21 წლის ასაკში „მონათლეს“.

 

„რევაზ ქათამაძე უკრაინაში მოქალაქეობას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ მოთხოვნაზე უარი ეთქვა, შეეცადა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნას და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებას“ – იტყობინება უკრაინის პოლიცია.

 

ქათამაძე უკრაინაში 2012 წელსაც დააკავეს და ბიზნესმენის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმის გამო 6 წლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს. მაშინ „მაღალომ“ თავდასხმის შედეგად 150 ათასი დოლარი გაიტაცა.

 

ამჟამად ის, უცხო ქვეყნის და მოქალაქეობის არმქონე პირთა იზოლატორშია გადაყვანილი. მიმდინარეობს პროცედურები ქათამაძის უკრაინიდან გაძევებასთან დაკავშირებით.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X