19:06 | 2020-03-13 ავტორი: Prime Time

უკრაინაში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

უკრაინაში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

გარდაცვლილია 71 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი 12 მარტს დაუდგინდა. გარდაცვლილის ახლობლები და ის პირები, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდათ, ექიმების დაკვირვების ქვეშ არიან.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X