14:14 | 2020-03-25 ავტორი: ანეტი მიქელაძე

უკრაინაში კორონავირუსი მღვდელს დაუდგინდა – მას სულ მცირე 500 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

უკრაინაში კორონავირუსი მღვდელს დაუდგინდა – მას სულ მცირე 500 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილემ ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ პოლიცია ეძებს ყველა იმ ადამიანს, რომელთანაც ბოლო პერიოდის განმავლობაშ კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ მღვდელთან ტერნოპოლის ოლქში. ინფორმაციას ამის შესახებ strana.ua ავრცელებს.

 

გერაშენეკოს თქმით, დასადგენია დაახლოებით 500-მდე კონტაქტი. მღვდელმსახური ოლეგ ვინიკოვი ჰოსპიტალიზებულია და ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება.

 

„პოლიციაში დავთვალეთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით 500-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მან ჩაატარა წირვა და დაკრძალვის ცერემონია. ამჟამად ამ ადამიანებს ვეძებთ“, – განაცხადა გერაშენკომ.

 

მინისტრის თქმით, მღვდელმა არ იცოდა, რომ კორონავირუსი ჰქონდა. „მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვაცხადეთ კარანტინი და ვთხოვეთ ეკლესიის მსახურებს, რომ მასობრივი წირვები არ ჩაატარონ“, – აღნიშნა გერაშენკომ.

 

ბოლო მონაცემებით უკრაინაში კორონავირუსით 99 ადამიანია ინფიცირებული. ქვეყანაში 3 აპრილამდე კარანტინი მოქმედებს.

 

ცნობისთვის, უკრაინაში კორონავირუსით პირველი ადამიანი 13 მარტს გარდაიცვალა.

 

ნახეთ ვიდეოდახველების გამო, უკრაინაში მგზავრს სცემეს და ავტობუსიდან ჩააგდეს

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X