11:39 | 2020-06-11 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

უკიდურესად საგანგაშო ფაქტია, რომ წარმომავლობა ცნობილი არ არის – გახარია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

უკიდურესად საგანგაშო ფაქტია, რომ წარმომავლობა ცნობილი არ არის – გახარია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით ოთხი ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროც ჯერ ვერ დგინდება, სამი თბილისშია.

 

მისი თქმით, ეს შესაძლოა, ოთხი ახალი კლასტერის წარმოშობის წყარო იყოს.

 

„ოთხი ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროსაც ჯერ ვერ ვადგენთ, სამი გახლავთ თბილისში.

 

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო?! - რას ამბობს პაატა იმნაძე
2020-06-11საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო?! - რას ამბობს პაატა იმნაძე

 

ეს ფაქტობრივად არის ოთხი ახალი კლასტერი, რომელზეც წარმოდგენა არ გვაქვს საიდან და როგორ მოხდა დაინფიცირება. უკიდურესად საგანგაშო ფაქტია, რომ წარმომავლობა ცნობილი არ არის.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა და შეგვიძლია გავაგრძელოთ ყოველდღიური საქმიანობა, არ უნდა დაგვავიწყდეს და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია.

 

მინდა თითოეულ უწყებას და მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისკენ და სიფრთხილისკენ!“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მოდით, შევირგოთ, რასაც მივაღწიეთ და ნუ ავიწყვეტთ - თენგიზ ცერცვაძე   
2020-06-11მოდით, შევირგოთ, რასაც მივაღწიეთ და ნუ ავიწყვეტთ - თენგიზ ცერცვაძე  
ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +