10:02 | 2020-09-07 ავტორი: Prime Time

უკიდურესად მძიმეა 8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ახალციხეში მოტოციკლეტი დაეჯახა

უკიდურესად მძიმეა 8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ახალციხეში მოტოციკლეტი დაეჯახა

8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ახალციხეში მოტოციკლეტი დაეჯახა, უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ ექიმმა რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა გიორგი არაბიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, დიდი ალბათობა არსებობს იმის, რომ მისი მდგომარეობა გართულდეს.

 

„ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება რეანიმაციურ განყოფილებაში. აქვს პოლიტრავმული დაზიანებები, ქალაფუძის მოტეხილობები, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, გულ-მკერდის დაჟეჟილობა. ამ ეტაპისთვის პაციენტი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. რაიმე გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, ამ ეტაპისთვის არ საჭიროებს. დიდი ალბათობა არსებობს, რომ გართულდეს პაციენტის მდგომარეობა, ტრავმული დაზიანებების გამო, სხვადასხვა სისტემების პათოლოგიები შეიძლება გამოვლინდეს,“- განაცხადა გიორგი არაბიძემ.

 

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალციხეში ბაიკერთა რბოლის დროს 8 წლის მოზარდს მოტოციკლი დაეჯახა.

 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები