fbpx
11:59 | 2020-05-13 ავტორი: Prime Time

უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი დედა-შვილის ისტორია – 17 წლის ბიჭი შშმ პირია

უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი დედა-შვილის ისტორია – 17 წლის ბიჭი შშმ პირია

მარნეულის მუნიციპლიტეტის, სოფელ იმირში, დედა და მისი 17 წლის ვაჟი უკიდურეს გაჭირვებაში სხვის საცხოვრებელში ცხოვრობს.

 

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია ორსულიანი ოჯახი ამ მდგომარეობაში უკვე 3 წელია ცხოვრობს. მათი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარება 100ლარია.

 

Mariam Qveladze-ს ფოტო.

ახალგაზრდა ქალი სეზონურად მუშადაც მუშაობს.

 

მარნეულელმა ახალგაზრდამ ქამრან მამედოვმა ერთგვარი კამპანია წამოიწყო ქალბატონი აიდასა და მისი ვაჟის დასახმარებლად.

 

როგორც ქამრანი გვიყვება, მეგობრებთან ერთად, გარკვეულ თანხას აგროვებს, რომ ოჯახს საცხოვრებელი კონტეინერი შეუძინოს.

 

„ქალბატონი აიდა და მისი 17 წლის ვაჟი ამ ადგილზე დაახლოებით 3 წელია ცხოვრობენ, უკიდურეს გაჭირვებაში არიან, ბიჭი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

 

Mariam Qveladze-ს ფოტო.

როდესაც ამ ოჯახზე გავიგე გადავწყვიტე დავხმარებოდი და დავიწყეთ თანხის შეგროვება.

 

კეთილი ადამიანების დახმარებით 2000 ლარზე მეტი შევაგროვეთ.  ოჯახს საცხოვრებელ კონტეინერს შევუძენთ და შევეცდებით ავეჯიც ვუყიდოთ ან ვინმემ გადასცეს.  ადამიანების თანადგომის იმედი მაქვს და ყველაფერი გამოვა მჯერა“, – ამბობს მარნეულელი ახალგაზრდა.

 

Mariam Qveladze-ს ფოტო.

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X