18:00 | 2020-07-29 ავტორი: Prime Time

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა საჩხერის მუნიციპალიტეტი დააზარალა

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა საჩხერის მუნიციპალიტეტი დააზარალა

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა – ჯრუჭულამ, ფასკნარამ და მოხურამ საჩხერის მუნიციპალიტეტის ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა.

 

სტიქიის შედეგად დაზიანდა სოფელ ცხომარეთში უზუნთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა და ხიდ-ბოგირი, სადაც ამ დროისათვის გადაადგილება შეზღუდულია.

 

ადგილზე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აღდგენითი სამუშაობი წყლის დონის დაკლების შედეგად დაიწყება.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X