18:05 | 2021-03-06 ავტორი: Prime Time

უხერხული sms-ები იყო, დამაეჭვა – რას ამბობს 14 წლის გოგოს დედა, რომელიც შვილთან გარყვნილი ქმედებისთვის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელს ადანაშაულებს

უხერხული sms-ები იყო, დამაეჭვა – რას ამბობს 14 წლის გოგოს დედა, რომელიც შვილთან გარყვნილი ქმედებისთვის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელს ადანაშაულებს

გორში მცხოვრები 14 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ მან თავისი შვილის ტელეფონში „პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელთან უხერხული მიმოწერები ნახა, რის შემდეგაც ამ საქმით დაინტერესდა.

 

როგორც არასრულწლოვნის დედა ყვება, იგი „პატრიოტთა ალიანსის“ ოფისშიც მივიდა.

 

„შემთხვევით გავიგე ამის შესახებ. მივყევი ჩემს შვილს ამ ოფისში, არასრულწლოვნები, ჩემი შვილის ტოლა ბავშვები იმყოფებოდნენ, რამაც დამაეჭვა. გავესაუბრე და ამ პიროვნებამ მითხრა, რომ იყო ფსიქოლოგი. რაღაც დეტალებმა დამაეჭვა, შემდეგ შევამოწმე ჩემი შვილის ტელეფონი, სადაც გამოკვეთილი იყო, რომ არ იყო ეს ჩვეულებრივი უფროსის და არასრულწლოვნის მიმოწერა, რაღაც უხერხული ესემესები იყო. შევხვდი პირადად ამ პიროვნებას, მოტყუებით, ვითომ ჩემი შვილი ხვდებოდა და მივიყვანე პოლიციაში”,-ამბობს არასრულწლოვნის მშობელი „მთავარ არხთან“ საუბრისას.

 

მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა, გასროლილი ტყვიით კი პოლიციელი დაჭრა 
2021-03-06მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა, გასროლილი ტყვიით კი პოლიციელი დაჭრა 

 

ცნობისთვის, გორში, ახალგაზრდა მამაკაცი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. განცხადება პოლიციაში მშობელმა, 5 თვის წინ, შვილის ნაამბობის შემდეგ, შეიტანა, პოლიციამ კი მამაკაცი 5-თვიანი გა,მოძიების შემდეგ დააკავა.

 

ბრალდებული „პატრიოტთა ალიანსის“ გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია.

ავტორი: Prime Time


X