12:49 | 2021-09-23 ავტორი: Prime Time

უკავშირდება თუ არა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა სტამბულში 13 სექტემბერს გამართულ ე.წ. ქურდულ „სხოდკას“? – ცნობილია ქურდების სახელები

უკავშირდება თუ არა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა სტამბულში 13 სექტემბერს გამართულ ე.წ. ქურდულ „სხოდკას“? – ცნობილია ქურდების სახელები

თურქეთის ქალაქ სტამბულში 13 სექტემბერს მასშტაბური ქურდული შეკრება გაიმართა, რომელსაც 40-ზე მეტი „კანონიერი ქურდი“ ესწრებოდა. ცნობილი ხდება, რომ ე.წ. „სხოდკაზე“ დასასწრებად თურქეთში სოხუმის კლანის სახელით ცნობილი ჯანგველაძე-ონიანის დაჯგუფების არაერთი კრიმინალური „ავტორიტეტი“ ჩავიდა, მათ შორის რუსეთიდან. შეკრებას ესწრებოდნენ: მერაბ ბახია, როინ უგულავა (მატევიჩი), კობა ახვლედიანი, ზურაბ დგებუაძე, ლევან მარგია, ფოთელი ძმები ბაირამიდები და სხვები.

 

მსგავსი სტატია: ვინ არიან ფოთელი ძმები – „ბონჩო“ და „როკო“, რომელთა სახელი სასტიკ მკვლელობაში ფიგურირებს

 

შეკრების მიზეზი ქურდული საერთოს განკარგვა გახდა. ინიციატორი კი იყო ბათუმელი „კანონიერი ქურდი“ აკაკი ტუღუში, მეტსახელად „ენცო“, რომელიც ქუთაისის და რუსთავის ციხიდან ე.წ. „ობშიაკში“ ფინანსური ნაკადების საეჭვო მართვის გამო პრეტენზიას უყენებს ასევე ბათუმელ „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს, მეტსახელად „ბათუმსკის“.

შეძრული სულით ხორცამდე... გამწარებული დედა მოგმართავთ - ნიკო კვარაცხელიას დედა საზოგადოებას და ბრალდებულების ოჯახებს მიმართავს
2021-09-23შეძრული სულით ხორცამდე... გამწარებული დედა მოგმართავთ - ნიკო კვარაცხელიას დედა საზოგადოებას და ბრალდებულების ოჯახებს მიმართავს

ცნობილია, რომ საქართველოს ციხეებში ე.წ. ქურდული „ობშიაკის“ შეკრებას პატიმრობაში მყოფი ასლან ქობულაძის ვაჟი, ბადრი ქობულაძე კურირებს, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად 2018 წელს დააპატიმრეს. სწორედ საქართველოს ციხეებიდან შეკრებილი თანხა გახდა სტამბულში „კანონიერი ქურდების“ მასშტაბური შეკრების მიზეზი.

 

ასლან ქობულაძემ ე.წ. „სხოდკაზე“ დასასწრებად ოფიციალური მიწვევა მოითხოვა, თუმცა შემდეგ შეკრების ინიციატორებთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და ადგილზეც არ გამოჩენილა.

 

სხვა რა საკითხები განიხილეს ქურდულ შეკრებაზე უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ჯანგველაძე-ონიანის კლანი სწორედ 13 სექტემბერს გამართულ ამ შეკრებაზე დაპირდა 2001 წელს მოკლული კრიმინალური „ავტორიტეტის“ დავით კაკულიას ვაჟს ქურდად მონათვლას, თუმცა გარკვეული პირობით.

 

„კურიერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, უმცროსმა კაკულიამ ჩათვალა, რომ სტატუსს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ შურს იძიებდა 20 წლის წინ, მამის აფეთქებაზე, რაშიც მის ნათლიას, ასევე კანონიერ ქურდ, გია კვარაცხელიას მეტსახელად „ლაპშას“ ადანაშაულებდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა 15 სექტემბერს, ანუ სტამბულში გამართული შეკრებიდან ორი დღის შემდეგ, ანჯაფარიძის ქუჩაზე კრიმინალური შურისძიების მოტივი.

 

ინფორმაცია 13 სექტემბერს, სტამბულში გამართული ქურდული შეკრების და საქართველოს ციხეებში ე.წ. „ობშიაკის“ განკარგვის შესახებ რუსულ მედიაშიც ვრცელდება.

 

„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციების, ფოტო, ვიდეო, აუდიო მასლების კოპირება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია!

 

ფოტოზე: ასლან ქობულაძე სტამბულის აეროპორტში

 

ასევე ნახეთ: „კანონიერი ქურდი” გია გვარაცხელია – თბილისი 1998წ.

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X