17:24 | 2020-03-31 ავტორი: ნინი ტაველიძე

უკანასკნელი ლაპარაკი პალატის კართან – 6-შვილიანი დედის სულისშემძვრელი ტრაგედია

ელაიჯა რუტერმა უკანასკნელად დედა ჰოსტპიტალში, პალატის პატარა ფანჯრიდან დაინახა. 42 წლის სუნდი რუტერი კორონავირუსით გარდაიცვალა.

 

ვინაიდან დედასთან პალატაში შესვლა არ შეიძლებოდა, ელაიჯა და მისი 5 და-ძმა დედას უკანასკნელად ხმის გადამცემის გამოყენებით დამეშვიდობნენ. ამის შესახებ BuzzFeed News წერს.

 

„მე მას ვუთხარი რომ ძალიან მიყვარს.. რომ არ ინერვიულოს ბავშვებზე“,- უთხრა BuzzFeed News-ს სუნდის ერთ-ერთმა შვილმა.

 

42 წლის სუნდი რუტერი მარტოხელა დედა იყო. ქმარი 2012 წელს გარდაეცვალა. მას ექვსი შვილი ჰყავს. სუნდი, რომელმაც ძუძუს კიბო დაამარცხა, COVID-19-მა იმსხვერპლა.

 

მისი 6 შვილი, და და დედა საავადმყოფოში, სუნდის პალატის წინ იდგნენ და პორტატული მიმღებ–გადამცემის ე.წ. რაციის საშუალებით ემშვიდობებოდნენ.

 

სუნდი რუტერი მკერდის კიბოს ერთი წლის განმავლობაში ებრძვოდა. გამოჯანმრთელებისთანავე კი, ის ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა.

 

კიბოს მკურნალობის პერიოდში, რუტერს ოჯახის და მეგობრების გვერდით ყოლის შესაძლებლობა ჰქონდა. თუმცა, როცა ის კორონავირუსით ინფიცირდა, ოჯახს მასთან კონტაქტი მხოლოდ პალატის გარედან შეეძლო.

 

სუნდის შვილის, როსის თქმით, თავდაპირველად მას სამედიცინო ნიღბით დედის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა. თუმცა, შემდეგ სუნდი სრულ იზოლაციაში გადაიყვანეს.

 

„ჩემს საუკეთესო მეგობარს ვკარგავ, მას კი ჩემი გაგონებაც კი არ შეუძლია“,- ამბობს როსი.

 

მისი თქმით, დედამისმა ვაშინგტონის რეგიონალურ საავადმყოფოს პირველად 3 მარტს მიაკითხა. როსი იხსენებს, რომ საავადმყოფოს მისაღებში მან და დედამ 8 საათი გაატარეს.

 

„მათ არც კი უნდოდათ დედაჩემს შეხებოდნენ“,- ამბობს როსი და დასძენს, რომ მოგვიანებით ისინი საავადმყოფოდან სახლში გაუშვეს.

 

„დედა ფიქრობდა, რომ მას მხოლოდ გრიპი ჰქონდა. მაგრამ კორონავირუსი? ეს რთული დასაჯერებელი იყო, საიდან შეიძლება მას ვირუსი გადასდებოდა, რადგან იმ დროს ბევრი ადამიანი დაინფიცირებული არ იყო – 27 შემთხვევა და 9 სიკვდილი იყო დაფიქსირებული“,- იხსენებს როსი.

 

7 მარტს დედა-შვილი საავადმყოფოში კვლავ მივიდა. ამჯერად ექიმებმა ის გასინჯეს და როსს უთხრეს, რომ დედამისი სავადმყოფოში უნდა დარჩენილიყო და პნევმონიაზე ემკურნალათ.

 

მეორე დღეს, სუნდის ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.

 

„თავიდან მას შეტყობინებების გამოგზავნა შეეძლო. 12 მარტს მითხრა, რომ თავს უკეთ გრძნობდა. შემდეგ შეტყობინებები სმაილებმა ჩაანაცვლა. მხოლოდ გულებს მიგზავნიდა“, – იხსენებს როსი.

 

მალევე ექიმებმა ოჯახს დაურეკეს და უთხრეს საავადმყოფოში მოსულიყვნენ. სუნდი იმ დღეს გარდაიცვალა.

 

ქვეყნის მასშტაბით ხალხმა სუნდის შვილებს 275 000 დოლარი გადაურიცხა.

 

„საოცარია რამხელა მხარდაჭერა მივიღეთ ხალხისგან. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა დედას საზოგადოებაზე“,- ამბობს როსი.

 

„ის სუპერ დედა იყო, იცით?!“

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X