00:37 | 2020-09-14 ავტორი: თამარ ბუჩუკური

უგულშემატკივრეთ ჩემს მოხუც დედას… თაკო ჩარკვიანი ემოციურ მიმართვას ავრცელებს

უგულშემატკივრეთ ჩემს მოხუც დედას… თაკო ჩარკვიანი ემოციურ მიმართვას ავრცელებს

სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანი გულშემატკივრებს მიმართავს და მათ ყურადღებისა და სითბოსთვის მადლობას უხდის. ასევე, მათ მოუწოდებს, რომ უგულშემატკივრონ მის მოხუც დედას…

 

„კომენტარებს ვკითხულობ, მადლობა მეგობრებს, კეთილისმოსურნეებს!

 

მწერენ თბილ სიტყვებს, ლოცვას არ იშურებენ!

 

დიდი ენერგეტიკა აქვს სიყვარულს, სიძულვილი სასაცილოდ გამოიყურება მასთან – ბითური და არარაობაა!

 

შიში??? შიში არ არსებობს, შიში მხოლოდ ახლობლის დაკარგვის არსებობს!

 

აი ეგ არის , სხვა არაფერი!

 

დანარჩენი ყველაფერი ღიმილის მომგვრელია. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენს დიდ სიყვარულს- ენერგეტიკას,ასე რომ უგულშემატკივრეთ ჩემს მოხუც დედას.” – წერს თაკო ჩარკვიანი.

 

შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს – ბიზნესმენ ჯონი გიგანსა და დედას Covid19-ი დაუდასტურდათ.

 

„ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხო, ძალიან მძიმეა!“ - თაკო ჩარკვიანი
2020-09-13„ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხო, ძალიან მძიმეა!“ - თაკო ჩარკვიანი

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +