16:23 | 2020-04-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

უფრო მეტი პოლიციელი დგას საოკუპაციო ზოლზე, ვიდრე დღემდე იდგა – ვახტანგ გომელაური

უფრო მეტი პოლიციელი დგას საოკუპაციო ზოლზე, ვიდრე დღემდე იდგა – ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა.

 

მინისტრი ერგნეთსა და ნიქოზის საგუშაგოებზე არსებულ ვითარებას გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.

 

„საოკუპაციო ხაზი მოვინახულეთ. იცით, რომ მანამდე ვიყავით სამეგრელოში პრემიერთან, მთავრობის წევრებთან, რამდენიმე მინისტრთან ერთად. რამდენიმე აქაც ჩამოვედით, ცხინვალის მიმართულებაზე.

 

აქაც სიმშვიდეა, სიწყნარეა. გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს ძალები მოვაკელით ან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, კრიმინალურ პოლიციას და სხვაგან გადავიყვანეთ.

 

პირიქით, უფრო მეტი პოლიციელი დგას დღესდღეობით საოკუპაციო ზოლზე, ვიდრე დღემდე იდგა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

მოგვიანებით ვახტანგ გომელაური გორის შესასვლელში, კარალეთთან მოწყობილ საკონტროლო გამშვები პუნქტთან მივიდა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.

 

ასევე ნახეთ:

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები