21:21 | 2020-09-21 ავტორი: Prime Time

უფრო იაფი ჯდება დამლაგებელი მყავდეს სახლში, ვიდრე ცოლი – გურამ ბაღდოშვილი

უფრო იაფი ჯდება დამლაგებელი მყავდეს სახლში, ვიდრე ცოლი – გურამ ბაღდოშვილი

უფრო იაფი ჯდება დამლაგებელი მყავდეს სახლში, ვიდრე ცოლი, – ამის შესახებ ცნობილი შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

ბაღდოშვილი პირად ცხოვრებაზე საუბრისას ამბობს, რომ ადამიანმა ოჯახი მხოლოდ შვილების გამო არ უნდა შექმნას.

 

ქალი ირწმუნება, რომ ოქროს კბილები მოპარეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო
2020-09-21ქალი ირწმუნება, რომ ოქროს კბილები მოპარეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

 

„შვილები კარგია, მაგრამ ჯერ ადრეა. ჯერ იმდენი უნდა ვიშოვო, შვილები რომ მეყოლება, ყველას თავისი ჰქონდეს. არ მინდა, ჩემმა შვილებმა 15 და 13 წლის ასაკში იმუშაონ. მინდა, ბავშვობა ჰქონდეთ. მარტო იმისთვის, რომ შვილი გყავდეს, ოჯახი არ უნდა შექმნა და სხვა ადამიანის ცხოვრება არ უნდა დაანგრიო.

 

არიან ადამიანები, რომლებიც შვილს „აკეთებენ“ და არა აჩენენ და არ აინტერესებთ ურთიერთობის დამყარება. იმიტომ, რომ შვილი მყავდეს, ვერავის ვატკენ გულს, ცხოვრებას არ დავუნგრევ. როცა ამის დრო დადგება, ოჯახი აუცილებელი სულაც არაა.

 

შეფმზარეული ამბობს, რომ „ლავსთორების“ არ სჯერა.

 

„ეს ზღაპრები და წინა საუკუნის ისტორიებია. იმიტომ, რომ იმ დროს თავისუფლად ვერ იცხოვრებდი და გჭირდებოდა ვიღაც, ვინც მხარს დაგიჭერდა და საცვლებს გაგირეცხავდა. მე ეს არ მიჭირს. სრულიად კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით და ძალიან გამიჭირდება, ვინმემ ზედმეტი კითხვა რომ დამისვას. უფრო იაფი ჯდება დამლაგებელი მყავდეს სახლში, ვიდრე ცოლი“, – ამბობს ბაღდოშვილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები