11:36 | 2020-05-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

უჩიჩინებენ ქალებს – კაცებს ცოლად მიტომ მოყავხართ, რომ საჭმელები გაკეთებინონ, გიხმარონ – მეუფე ანტონი 

უჩიჩინებენ ქალებს – კაცებს ცოლად მიტომ მოყავხართ, რომ საჭმელები გაკეთებინონ, გიხმარონ – მეუფე ანტონი 

„ჩნდებიან მუდამ ყველაფრით უკმაყოფილონი, რომელნიც უჩიჩინებენ ქალებს – კაცებს ცოლად მიტომ მოყავხართ, რომ საჭმელები გაკეთებინონ, გიხმარონ რათა ჭურჭელი და მათი საცვლები გარეცხინონ. და მსგავსი, არანაირი მაღალი იდეალები…“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი წერს.

 

„მათთვის ვინც ვერ გაერკვია დღევანდელი ქადაგების აუდიო ჩანაწერში, მისი ჩაწერის ხარისხის გამო:

 

დღევანდელ ქადაგებაში ყურადღება გავამახვილე იმ ორკესტრირებულ შეტევაზე, რომელიც კარგა ხანია წამოიწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილმა მედიის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების ე. წ. ნჯო-ების გარკვეულმა ნაწილმა, წვრილ-წვრილ და პატარ-პატარა ეკლესიის მოძულეებმა ე.წ-აბიჟნიკებმა.

 

გულნატკენმა აღვნიშნე, რომ ეყოფათ ამდენი ზიზღის თესვა მოსახლეობასა და ახალგაზრდებში !

 

ნეო კომკავშირლებისა და ნეო კომუნისტების იდეებით შეპყრობილების, უგუნურება ყველა საზღვრებს ცდება. ერთხმად რომ გაიძახით, სახელწიფო წინასაარჩევნოდ გვყიდულობს ეკლესიასო, თუ ამ უნიჭო ბრალდებისა გჯერათ, გამოდის და აღიარებთ, რომ ჩვენ – ეკლესიას გარკვეული „წონა“ და ზეგავლენა გვქონია, ჰოდა თუ ასეა გეკითხებით, ჩვენთან მეგობრობა გირჩევნიათ თუ მტრობა !

 

აღვნიშნე რომ გონიერნი რომ იყვეთ იტყოდით, რა კარგია, რომ ეკლესიას გადასცეს ტყე და მიწები, ისინი ხომ ამ ტყეს არ გაასხვისებენ (მინიმუმ უცხოელებზე) და ეს ტყის ფონდი ხომ ქვეყანას შეუნარჩუნდება. ასეთი ნდობის გამოხატვით ხომ უფრო მეტს დაგვავალებდით

 

25 მილიონი რომ გაყო 3 მილიონ-ნახევარზე, 59 თეთრი გამოდის, რას გვაყვედრით? - მეუფე ანტონი
2020-05-2525 მილიონი რომ გაყო 3 მილიონ-ნახევარზე, 59 თეთრი გამოდის, რას გვაყვედრით? - მეუფე ანტონი

 

მინდა ვიკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს ეს ტყე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის.

 

პატიოსან მოქალაქეებსაც მინდა ვკითხო, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო განკარგავს თუ ეკლესია იმას რაც მათი პირადი საკუთრება არაა.

 

 

თუ იტყვით რომ ეკლესია გაყიდისო ამ ქონებას, სახელმწიფო რა, რაიმე გარანტი გაქვთ რომ არ გაყიდის ?

 

უნებლიედ ჩნდება გონივრული ეჭვი, ალბათ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩვენ მოვიდეთ სათავეში არაფერი დაგვრჩება ხელმოსათბობათო – ასე ვიფიქროთ ?

 

ავღნიშნე რომ, ზოგადათ კაცს ცოლი მიტომ მოყავს, რომ ოჯახი შექმნას, შვილები მოუვლინოს და გაუზარდოს ქვეყანას. მაგრამ ჩნდებიან მუდამ ყველაფრით უკმაყოფილონი, რომელნიც უჩიჩინებენ ქალებს – კაცებს ცოლად მიტომ მოყავხართ, რომ საჭმელები გაკეთებინონ, გიხმარონ რათა ჭურჭელი და მათი საცვლები გარეცხინონ. და მსგავსი, არანაირი მაღალი იდეალები…

 

სწორედ ასე მოქმედებს ეს კრებული. არავითარი იდეალები, არავითარი დაფასება, მხოლოდ ნეგატივის ძებნა, მსგასად ბუზისა, რომელიც მინდვრის ველზე მხოლოდ ნეხვს ეძებს…

 

მათ შემხედვარეს უკვე ევროატლანტიკური ფასეულებებზე გადახედვის სურვილი მიჩნდება. აგერ ლგბტ-ბი მიიღეთ, ეს მათი პირადი ფუნდამენტური უფლებააო.
პირადი თავისუფლება, უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლობააო. ამ უმრავლესობას კი არა უნდა ქონდეს ფუნდამენტური პირადი უფლება!..“, – წერს მეუფე ანტონი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +