10:27 | 2021-06-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

უბედური შემთხვევა ქუთაისში! – მეტალურგიულ ქარხანაში კაცს ამწემ გადაუარა

უბედური შემთხვევა ქუთაისში! – მეტალურგიულ ქარხანაში კაცს ამწემ გადაუარა

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

 

როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, მამაკაცს, სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა. საშუალო ასაკის მამაკაცი ქარხანაში 2009 წლიდან მუშაობდა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X