fbpx
17:20 | 2020-05-25 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“უარი თქვა რუსეთის სახელით ასპარეზობაზე” – რას ჰყვებიან ნიკოლოზ ბასილაშვილზე ჟურნალისტები

“უარი თქვა რუსეთის სახელით ასპარეზობაზე” – რას ჰყვებიან ნიკოლოზ ბასილაშვილზე ჟურნალისტები

ბასილაშვილი-დოროყაშვილის წყვილის მიმართ საზოგადოების ვნებათაღელვა არ ცხრება.

 

ცნობილი სპორტსმენის ოჯახში მომხდარმა სკანდალმა გუშინ მთელი საქართველო აალაპარაკა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილს ყვითელ პრესასთან ურთიერთობა არ უყვარს, თუმცა თავის სპორტულ მიღწევებზე, სპორტის ჟურნალისტებთან, ყოველთვის თავისუფლად საუბრობს.

 

„პრაიმტაიმი“ სპორტის ჟურნალისტებს დაუკავშირდა და შეეცადა, მსოფლიოს 27-ე და საქართველოს პირველი ჩოგანის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შეეტყო, თუმცა რამდენიმე მათგანმა საუბრისგან თავი შეიკავა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილს ახასიათებენ, როგორც გაწონასწორებულ ადამიანს, რომელსაც მისი ემოციების გამოხატვა არ უყვარს.

 

 

Exclusive: ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის, უმშვენიერესი გერმანელი საცოლე
2020-05-25Exclusive: ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის, უმშვენიერესი გერმანელი საცოლე

 

 

ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი საზოგადოებას ურჩევს, ბასილაშვილი-დოროყაშვილის წყვილის გარშემო აგორებულ სკანდალზე შეფასებებისგან თავი შეიკავოს მანამ, სანამ სასამართლო საბოლოოდ დაადგენს, ვინ არის მართალი ამ საქმეში.

 

– მე საერთოდ კანონმორჩილი ადამიანი ვარ, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია,  სანამ არ არის გარკვეული სკანდალის დეტალები მე ვერ ვისაუბრებ.

 

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ბრალდებები, ამას გამართლება არ აქვს, ოჯახური ძალადობა ცალსახად დასაგმობია, მაგრამ ჯერჯერობით ამის დამადასტურებელი არანაირი დეტალები არ ვიცით.

 

ორივე მხარეს თავისი ვერსია აქვს, მეუღლე ამბობს რომ ქმარმა იძალადა, ნიკა ამბობს რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.

 

რა მტკიცებულებები აქვს ბასილაშვილის ადვოკატს ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ
2020-05-25რა მტკიცებულებები აქვს ბასილაშვილის ადვოკატს ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ

 

მე იქ არ ვყოფილვარ და არ ვიცი რა მოხდა ან რამე მოხდა თუ არა. შესაბამისად უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

 

აქ ზარალდება არამხოლოდ ამ ქალბატონის მხარე, არამედ, საპირისპირო შემთხვევაში, შესაძლოა მთლიანად დაინგრეს საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის კარიერა.

 

ამიტომ ვიდრე ყველაფერი არ იქნება აბსოლიტურად გარკვეული, მოვუწოდებ საზოგადოებას და ჩემს კოლეგებსაც, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავერკვეთ სიმართლეში.

 

მისი კარიერის დასამარება ქართული სპორტისთვის აუარებელი ზარალი იქნება, მეორე შემთხვევაში,  თუ ადგილი ჰქონდა ძალადობას,

 

ამას გამართლება არ აქვს და ვინმეს კარიერის დანგრევაც არ უნდა გვაღელვებდეს.

 

 

„სადაც შანტაჟს აქვს ადგილი, იმ მხარეს ვერ დავიჭერ, თუნდაც ქალი იყოს
2020-05-24„სადაც შანტაჟს აქვს ადგილი, იმ მხარეს ვერ დავიჭერ, თუნდაც ქალი იყოს" - ნატო დუმბაძე

 

 

– როგორ დაახასიათებთ მათ, როგორც ჟურნალისტი რესპოდენტს?

 

– სწორედ ჩვენი ტელეკომპანია გადასცემს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყველა თამაშს და  ჩვენიანად მიგვაჩნია ეს სპორტსმენი. მე ვარ 59 წლის, ის 25-ის და ტოლ-სწორი ურთიერთობა როგორ მექნება?

 

მაგრამ ის სიხარული და წარმატებები რაც ქვეყანას მოუტანა ცალსახაა. ალექსანდრე მეტრეველის მერე, ასეთი წარმატებები ამ სპორტში არ გვქონია.

 

მე მას ვიცნობ, მაგრამ არ გამოვდგები იმის მოწმედ რას აკეთებს სახლში ან რა ურთიერთობა ჰქონდა თავის ყოფილ მეუღლესთან.

 

მთელი წლის მანძილზე ხშირად მოდიოდა ჩვენს ტელევიზიაში, ხან ლუკა ხოჯავასთან იყო გადაცემაში, მის ოჯახთან მეგობრობს აჩიკო კეკელია, ზურა თალაკვაძე წიგნს სწერს მასზე, მჭიდრო კავშირშია ჩვენს ჟურნალისტებთან,

 

რა თქმა უნდა ვგულშემატკივრობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ცალსახად დავიჭერთ მის მხარეს, იმ შემთხვევაში თუ გაირკვევა რომ დამნაშავეა მის ბრალდებებში.

 

ერთ-ერთი ბოლო გადაცემა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი სტუმრად იმყოფებოდა, დავით ერაძის და ნანუკა ჟორჟოლიანის ერთობლივი პროექტი გახლდათ.

 

დავით ერაძეს, სახელოვან ჩოგბურთელთან, წლების ურთიერთობა აკავშირებს.

 

– დავით, როგორ აისახება ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერაზე, მის ოჯახში მომხდარი სკანდალი?

 

– მსოფლიო სპორტს მსგავსი ამბები ახსოვს, როცა წარმატებული სპორტსმენი გარკვეული შანტაჟის მსხვერპლი ხდება. თუ ყველაფერი ისე მოხდა და გამართლდა, არ მგონია ამან კარიერაზე გადამწყვეტი როლი იქონიოს.

 

– ბოლოს თქვენი გადაცემის სტუმარი იყო…

 

– მარტის ბოლოს იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ნიკას იმ პერიოდიდან ვიცნობ, როცა პატარა ბიჭი იყო.

 

2007 წელს, მან უარი თქვა რუსეთის სახელით ასპარეზობაზე და საქართველოში დაბრუნდა.

 

რატომ ჩამოვიდა საქართველოში ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე
2020-05-25რატომ ჩამოვიდა საქართველოში ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე

 

პირველი სიუჟეტი სწორედ მე გავაკეთე მასზე მაშინ, არ ჰქონდა შესაბამისი სახსრები და მამამისი გახლდათ მისი მწვრთნელი.

 

მას შემდეგ, მისი ყველა წარმატების ამსახველი მე ვარ, როდესაც მან უარი თქვა რუსეთის სახელით ასპარეზობაზე, რუსული საჩოგბურთო სკოლა მაღალ დონეზე იყო, თუმცა მან იქ კარიერის გაგრძელება არ ისურვა.

 

რაც შეეხება მის პიროვნებას, სიტყვაძუნწი და გაწონასწორებული ადამიანია. ყველა სიტყვას აკონტროლებს.

 

ბოლოს როცა სტუმრად გვყავდა გადაცემაში, ემოცია გვაკლდებოდა და როდესაც ეს ვუთხარი გაუკვირდა, გვითხრა, რომ ემოციების მართვა ისწავლა და ესაა მისი პლიუსი.

 

“პრაიმტაიმი” ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს, ჟურნალისტ ლაშა რამაზაშვილსაც ესაუბრა.

 

– ჩვენ ბავშვობაში ერთ მწვრთნელთან ვთამაშობდით ჩოგბურთს, შემდეგ ის საზღვარგარეთ წავიდა, გააგრძელა კარიერა და მოგვიანებით კი, საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა.

 

ხშირი ურთიერთობა აღარ გვქონდა, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვნახულობდი. მოულოდნელი იყო რაც გავრცელდა, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სიმართლეს მოკლებულია ეს ინფორმაცია, რადგან ნიკა მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია.

 

კორტებზეც კი არ გაუგიათ მისგან ხმამაღალი სიტყვა თუნდაც ვარჯიშის დროს.

 

– მისი ოჯახის პრობლემებზე გქონდათ ინფორმაცია?

 

– სხვა ადამიანი ოჯახში რა ხდება არ ვიცი. მე ვერაფერს ვიტყვი.

 

– პროფესიით ჟურნალისტი ბრძანდებით, როგორი იყო ნიკა თქვენთვის როგორც რესპოდენტი?

 

– პარიზის მასტერზე მქონდა შეხება მასთან როგორც რესპოდენტთან. მიმასპინძლა და მიმიღო იმ ლოკაციაზე, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელები იყრიდნენ თავს.

 

ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენაში დამეხმარა, ისეთ ჩოგბურთელებს შემახვედრა. პირველ რიგში ნიკას ვგულშემატკივრობ.

 

– მან გუშინ დატოვა წინასწარი დაკავების იზოლატორი, გქონდათ ურთიერთობა?

 

– კონტაქტი არ მქონია, ისედაც თავისი პრობლემა აქვს და ალბათ ყველაზე მეტად წყნარად ყოფნა ურჩევნია. ეს დაუმსახურებელი კრიტიკა რაც წავიდა ზედმეტია ამ ადამიანისთვის და დამატებითი კითხვები გამაღიზიანებელია.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X