17:02 | 2020-07-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

უახლოეს თვეებში კორონავირუსით შესაძლოა 30-35 მილიონი ირანელი დაინფიცირდეს – ირანის პრეზიდენტი

უახლოეს თვეებში კორონავირუსით შესაძლოა 30-35 მილიონი ირანელი დაინფიცირდეს – ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, კვლევების თანახმად კორონავირუსით ქვეყანაში 25 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, ჰოსპიტალიზაცია კი 200 ათასზე მეტს დასჭირდა.

 

ამის შესახებ სააგენტო Fars News-ი წერს.

 

სიკვდილით დასჯიან კაცს, რომელსაც CIA-სთვის გენერალ ყასემ სულეიმანის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა ბრალდება
2020-06-09სიკვდილით დასჯიან კაცს, რომელსაც CIA-სთვის გენერალ ყასემ სულეიმანის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა ბრალდება

 

მისი თქმით, ინფექციას 14 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს თვეებში კორონავირუსით შესაძლოა 30-35 მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს.

 

ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 269 440 შემთხვევა დაფიქსირდა, 13 791 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X