01:18 | 2020-07-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თვითმკვლელობის ინსცენირება ინექციით – რა ვერსიებზე საუბრობს ბაჩალიაშვილის საქმის უკრაინელი ექსპერტი

თვითმკვლელობის ინსცენირება ინექციით – რა ვერსიებზე საუბრობს ბაჩალიაშვილის საქმის უკრაინელი ექსპერტი

არსებობს ვარიანტი, რომ მას გაუკეთეს ინექცია ამ პრეპარატის და შემდეგ მოაწყვეს თვითმკვლელობის ინსცენირება, – ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი, გალინა კარმუშინა თამარ ბაჩალეიშვლის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს და საკუთარ ვერსიაზე საუბრობს.

 

„ცდილობდა მის ძმას არ გაეგო, ძალიან უფრთხილდებოდა...“ - რას უმალავდა თამარ ბაჩალიაშვილი უმცროს ძმას
2020-07-24„ცდილობდა მის ძმას არ გაეგო, ძალიან უფრთხილდებოდა...“ - რას უმალავდა თამარ ბაჩალიაშვილი უმცროს ძმას

 

„თეორიულად მოგახსენებთ – არსებობს ვარიანტი, რომ მას გაუკეთეს ინექცია ამ პრეპარატის და შემდეგ მოაწყვეს თვითმკვლელობის ინსცენირება, ეს ჩემი აზრია, რადგან თვითმკვლელობის ინსცენირება საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პროცესია.

 

ინექციის დადგენა საკმაოდ რთულია, რადგან გვამი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო“, – ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი „პოლიტმეტრის“ ეთერში.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X