19:03 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში  კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანეს

15 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 20 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისში, მცხეთაში, კახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

 

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 42 ადამიანია გადაყვანილი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს“,- ნათქვამი გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჯიმში 439 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 64.

 

ასევე, დაგაინტერესებთ:

თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის გურიიდან 7 პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს
2020-03-15თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის გურიიდან 7 პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები